ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: გარდაცვლილთათვის გლოვა
644. როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც ახლობლის გარდაცვალების ამბავს შეიტყობს?
ახლობლის სიკვდილის ამბავს რომ გაიგებთ, ნუ მიეცემით უნუგეშო გლოვას, ამა სოფლის მკვდიდრთათვის ჩვეულს, ისინი ამით ამტკიცებენ, რომ სასოებას მხოლოდ ხორციელ ცხოვრებაზე ამყარებენ, თქვენი სასოება კი ქრისტეა! ცრემლი დაღვარეთ და იგლოვეთ შესვენებლთათვის, გულითა და გონებით კი ღმერთს შეუვრდით. მას ერთადერთს ძალუძს თქვენი ნუგეშისცემა და მის წინაშევე წარსდგებით თქვენაც თქვენთვის წინასწარ განჩინებულ ჟამს.