
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: რწმენა
თუ ცხოვრობს ქრისტიანი, ცხოვრობს რწმენით, როგორც პავლე მოციქული ამბობს: ,,მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს" (რომ. 1. 17). ასეთ ადამიანს ჯოჯოხეთის ყველა ძალა რომ თავს დაესხას, ადვილად უკუაგდებს მათ. რწმენის მეშვეობით ადამიანი სრულყოფილებას აღწევს სათნოებებში, მაგრამ თუ მოიკვეთს რწმენის ფესვს, მაშინვე იღუპება არა მხოლოდ ნაყოფი, ანუ სათნოებები, არამედ - ფოთლებიც. ის, რითაც ქრისტიანი გარეგნულად განირჩევა სხვა ადამიანებისაგან.