ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: ლოცვა გარდაცვლილთათვის
საჭიროა თუ არა მიცვალებულის მოხსენიება?
ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზედ საჭირო და აუცილებელია, თუკი ცოცხლებისთვის სასიკეთოა ლოცვა, წარმოიდგინეთ რამდენად საჭირო და იქნება ლოცვა სატანჯველში მყოფთათვის. ლოცვა მიცვალებულისთვის სასიკეთოა თვით მლოცველისთვისაც, როგორც ამას ბრძანებს დავით მეფსალმუნე: "ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცევის". რომელიც ცდილობს მოყვასის სიკეთისთვის, არგებს ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ სხვას. ხშირად გავცეთ მოწყალება მათ სახელზე, მოვიხსენიოთ მათი სახელები, უფალი ისმენს ვედრებას და ულხენს მიცვალებულს