image

თემა: გარდაცვალება

მამა გაბრიელ, რატომ გაჰყავს ღმერთს ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან?
ერთ სოფელში მორწმუნე ქალი ცხოვრობდა, მას შვილი გარდაეცვალა და ღმერთს შესჩივლა: მე შენი სიყვარულისთვის ყველაფერს ვიტანდი, რატომ დამსაჯე? იმ საღამოსვე დედას ხილვა ჰქონდა - ანგელოზებმა წარადგინეს უფალთან.
    - რა გინდა, რასა მთხოვ? - ჰკითხა უფალმა.
    -შვილი დამიბრუნეო - შესტირა ქალმა.
    -გინდა შენი შვილი ნახო?
    -დედა ვარ და მინდაო.
    ანახეთ თავისი შვილიო, გასცა ბრძანება უფალმა. გაიხარა დედამ. ახლა აჩვენეთ მისი შვილი მე რომ არ წამეყვანა, რას ჩაიდენდაო, ეკრანზე ხედავს დედა თავისი შვილის ჩადენილ ცოდვებს, რაც ჯოჯოხეთის ხეხხლში ჩააგდებდა. ქალმა ტირილი დაიწყო და სთხოვა უფალს: დააბრუნე ჩემი შვილი ისევ სამოთხეში. მაშინ უფალმა უთხრა: შენი სიყვარულისა და სიკეთისათვის წამოვიყვანე შენი შვილი და ჩემს გვერდითა მყავს. მე არ ვიცი, ვინ როდის უნდა წავიყვანო ამ ქვეყნიდან?
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები