საყვარეელნო! მარხვა დედა არს სიწმიდისა და წინამძღვარი მარხვისა. მარხვა ცხად მყოფელი არს სინანულისა, და ყვავილი ყოვლისა კეთილისა ნაყოფისა! მარხვა არა ჭამადთა ხოლო ოდენ გამოისახვის, არამედ ყოველთა ვნებათაგან ჯერ არს მარხვაი და უფროსად ჭეშმარიტი მარხვა ესე არს, რათა მარხვისა ჩვენისა პურსა მივსცემდეთ მშიერთა და შევმოსდეთ შიშველთა, რათა მუნ გამოგვზარდნეს ჩვენცა ქრისტემან შეგვმოსოს სამოსელი უხრწნელებისა.უკეთუ აქა დავიმარხნეთ ქრისტეს მცნებანი და ვასვათ...
საყვარელნო! მარხვა და ლოცვაი კაცსა ანგელოს ჰყოფენ და ზეცისა მხედრობათა მობაძავად გამოაჩენენ. აწ უკვე, რომელსა ენებოს ჭეშმარიტისა ლოცვის და მარხვისა მოგებად და წარმართნეს ესე სათნოებანი, სანატრელ არს იგი. რამეთუ ესე ვითარსა მას არა უხმს მრავალი საფასე, და რომელსა არა უხმს მრავალი საფასე, არა იქმნების ანგაჰარ; რომელი განეშოროს ანგაჰარებასა, იგი შემძლებელ იქმნების წარმართებად მოწყალებისა. კაცი მმარხველი მსუბუქად მდგომარე არნ ლოცვისა, გულის-თქმათა ბ...
საყვარელნო, მარხვა სამოთხესა შინა განიწესა. რამეთუ ადამ არა დააკლო ღმერთმან მარხვასარომელსაცა ჰრქვა: "ყივლისაგან ხისა, რომელ არიან სამოთხესა შინა, სჭამოთ, ხოლო ხისა მისგან, რომელ არს ცნობად კეთილისა და ბოროტისა, არა სჭამოთ მისგან". და აჰა ესე არს სახე მარხვისა. ხოლო უკეთუ სამოთხესა შინა იყო მარხვაი, რაბამ უფროს გარე სამოთხისა სარგებელ არს? უკეთუ პირველ წყლულებისა იყო წამალ, რაბამ უფროს წყლულებასა ზედა? უკეთუ არღარა შემოსრულ იყო ჩვენ ზედა ბრძოლა ...
ისევე როგორც თავდაპირველად, კვინობთა განაწესის შესახებ სიტყვის შეწყობისას, ამჯერადაც თქვენს ლოცვებს მინდობილნი შევუდექით ბოროტების რვა გულისზრახვის შესახებ წერას. ესენია: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, მოწყინება, ცუდმედიდობა და ამპარტავნება.
უპირველესად მუცლის დაოკების შესახებ ვიტყვით, რითაც ვუპირისპირდებით ნაყროვანებას. კერძოდ, საუბარი გვექნება მარხვათა სახეობისა და საჭმელთა რაგვარობა–რაოდენობის შესახებ. ამ ყოველი...
ვისაც გამარჯვება სურს, ის საკუთარ თავს მარხვისა და მღვიძარებისთვის, ან ნებისმიერი სხვა საქმისთვის ცოტაოდენს აიძულებს. მაგალითად: თუ ვინმე, ჩვეულებრივ, მეცხრე საათამდე არაფერს ჭამს, მაგრამ უძლურება მოითხოვს, რომ საჭმელი მესამე საათისთვის იხმიოს, მაშინ დაე თავი აიძულოს და მეექვსე საათამდე მოითმინოს; მღვიძარების საკითხშიც ანალოგიურად მოიქცეს; მაშინ იძულება ეშმაკისეულ მოქმედებას შეებრძოლება, ხოლო თანაგრძნობა უძლურ სხეულს დაეხმარება. ზუსტად ასევეა სხვ...
ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმე მარხვას საკუთარი ნებით რაიმეს უმატებს, ან ადამიანებისაგან განდიდებას და მისგან გამომდინარე სარგებელს ეძებს, მაშინ მისი მარხვა საზიზღრობაა ღვთის თვალში. ისრაელიანებიც მარხულობდნენ, მაგრამ ვინაიდან, მარხვის დროს, სხვებს ამცირებდნენ და საკუთარ ნებას ასრულებდნენ, ამიტომ ღმერთი წინასწარემტყველ ესაიას მეშვეობით საყვედურობდა და ეუბნებოდა მათ: „განა ეს არის მარხვა, მე რომ ავირჩიე?“ (ის. 58, 6). ასევა აქაც, ყოველი კეთილი საქმე, რო...