ასე, ადამიანი დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრას, დგება თვითგაუმჯობესების ნამდვილ გზაზე, ეჩვევა ცუდი სურვილების უარყოფას და კეთილ წადილთა განხორცილებას. ეს ბედნიერი ჩვეულება ადამიანმა უნდა მოიპოვოს ს...
იხილეთ სრულად
ასე, ადამიანი დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრას, დგება თვითგაუმჯობესების ნამდვილ გზაზე, ეჩვევა ცუდი სურვილების უარყოფას და კეთილ წადილთა განხორცილებას. ეს ბედნიერი ჩვეულება ადამიანმა უნდა მოიპოვოს სიყმაწვილეში, რადგან მერმე, როცა იგი ცხოვრების მორევში შეცურავს, როცა იგი ოჯახს მოეკიდება, როცა მას სხვადასხვა ზრუვნა, ფიქრი, მოთხოვნილება მოემატება, როცა მასში ვნებანი გამაგრებულნი იქნებიან, - ძნელია, ფიად ძნელია იმის მო...
როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს.
როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს.
ასევე იქცევა ღვთის ს...
იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს.
როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს.
ასევე იქცევა ღვთის სიბრძნეც ადამიანთა მიმართ.
საერო ცოდნა ადამიანს თავისთავდ ბრძენს არ ხდის. ეს მხოლოდ გარეგნულად ანათლებს, მის მეხსიერებას ინფორმაციით ავსებს, მაგრამ ამასთანავე მის გულში ცოდვებსა და ვნებებს ტოვებს. ქვეყანამ დაკარგა ხსოვნა სულიერი სიბრძნისა. ის მიწიერ, კაცობრ...
იხილეთ სრულად
საერო ცოდნა ადამიანს თავისთავდ ბრძენს არ ხდის. ეს მხოლოდ გარეგნულად ანათლებს, მის მეხსიერებას ინფორმაციით ავსებს, მაგრამ ამასთანავე მის გულში ცოდვებსა და ვნებებს ტოვებს. ქვეყანამ დაკარგა ხსოვნა სულიერი სიბრძნისა. ის მიწიერ, კაცობრივ სიბრძნეს ეძებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეს, სუროგატს წარმოადგენს.
საჭმელი კი არ არის ბოროტება, არამედ ნაყროვანება. ფული კი არა, არამედ ვერცხლისმოყვარეობა; დიდება კი არა, არამედ პატივმოყვარეობა. ბოროტება წარმოიშობა მათი ბოროტად გამოყენებით.
სიბრძნე ამის სოფლისაი სიცოფე არს წინაშე ღმრთისა (1 კორ. 3, 19) და ვინც საკუთარ თავს სულით გლახაკად არ მიიჩნევს, უფლის სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.
სიბრძნე არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტება ბუნებრივი წესით შევიცნოთ, არამედ იმაშიც, რომ შეურაცხმყოფელისგან ბოროტება ისე გადავიტანოთ, როგორც საკუთარი; რამეთუ პირველში მყოფი ამპარტავნებისკენ მიიდრიკებიან, ხოლო ვინც მეორეს ...
იხილეთ სრულად
სიბრძნე არა მარტო იმაში მდგომარეობს, რომ ჭეშმარიტება ბუნებრივი წესით შევიცნოთ, არამედ იმაშიც, რომ შეურაცხმყოფელისგან ბოროტება ისე გადავიტანოთ, როგორც საკუთარი; რამეთუ პირველში მყოფი ამპარტავნებისკენ მიიდრიკებიან, ხოლო ვინც მეორეს შეიძენს, სიმდაბლეს მოიპოვებს.
სიკეთენი და მოწყალებანი და ყოველგვარი გარეგნული სათნოება როდი არბილებს გულის სიზვიადეს, არამედ გონებრივი ქმედება, სინანულის ტკივილი, შემუსვრილება და სიმდაბლე, ყოველივე ეს ამდაბლებს აზრთა უწესო მდინარებას.
სულიერი სიბრძნე ამსოფლიური სიბრძნისაგან იმით განირჩევა, რომ სულიერი სიბრძნისგან სულში დუმილი დაემკვიდრება, ხოლო ამსოფლიური სიბრძნისგან მრავლისმეტყველებისა და განცხრომის წყარო გადმოდის.