ავტორი:
დავით ეპისკოპოსი
თემა:
ქრისტიანობა
ასე, ადამიანი დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრას, დგება
ასე, ადამიანი დაიწყებს რა თავისი ბოროტი სურვილების წინააღმდეგობასა და შემუსვრას, დგება თვითგაუმჯობესების ნამდვილ გზაზე, ეჩვევა ცუდი სურვილების უარყოფას და კეთილ წადილთა განხორცილებას. ეს ბედნიერი ჩვეულება ადამიანმა უნდა მოიპოვოს სიყმაწვილეში, რადგან მერმე, როცა იგი ცხოვრების მორევში შეცურავს, როცა იგი ოჯახს მოეკიდება, როცა მას სხვადასხვა ზრუვნა, ფიქრი, მოთხოვნილება მოემატება, როცა მასში ვნებანი გამაგრებულნი იქნებიან, - ძნელია, ფიად ძნელია იმის მოპოვება. აი, როცა ადამიანი ამ პირდაპირი სულის განახლებისადმი მომყვანელ გზას დაადგება, როცა შეუდგება თავისი ნების აღზრდას, ღვთის ნების აღსრულებასა და ბიწიერებისგან უკუქცევას, მაშინ, მხოლოდ მაშინ, იქნება ღვთისთვის სასიამოვნო და მისთვის სასარგებლო ლოცვა და სულიერი წიგნების კითხვა, მაშინ დაუკავშირდება იგი უფალს. და აი, ამიტომაცაა ის სატირალი მოვლენა, რომ თუმცა ზოგიერთნი გულმოდგინედ კითხულობენ საღმრთო წერილს, ზედმიწევნით სწავლობენ მას და ხშირადაც ლოცულობენ, მაგრამ მაინც ვერ უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ისინი უყურადღებოდ ტოვებენ უმთავრეს საქმეს - ნების გავარჯიშებას, თვითგასწორებას, და მით იდეებსა და სინამდვილეს შორის ურთიერთობა არ სუფევს.
|