გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.
სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა საჯელი კი სიბრიყვეა.
ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.
თ. 15-16
გამოკვეთილად განსახილველ საკითხად მივიჩნიეთ ქორწინებაც. ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრება წარმოუდგენელია ისეთი პირადი სივრცისა და სამყაროს გარეშე, როგორიცაა ოჯახური გარემო. ნიშანდობლივია, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული ასაკობრივი და ...
იხილეთ სრულად
გამოკვეთილად განსახილველ საკითხად მივიჩნიეთ ქორწინებაც. ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრება წარმოუდგენელია ისეთი პირადი სივრცისა და სამყაროს გარეშე, როგორიცაა ოჯახური გარემო. ნიშანდობლივია, რომ ამ თვალსაზრისით გარკვეული ასაკობრივი და სქესობრივი მოწიფულობის შედეგად ხდება სურვილის აღძვრა და შეაბამისად, დასახული მიზნის განხორციელებაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეუღლის ყოლის სურვილი ყოველთვის ფიზიოლოგიურ მოწიფულობასთან არ არის დაკავშირებული, ასეტი მი...
მინდა შევეხო საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს ჯვარდაუწერელი მეუღლეების ქორწინების განსაზღვრების შესახებ. არცთუ იშვიათად გაიგონებ, თითქოს ჯვარდაუწერელი მეუღლეები მრუშები არიან, ხოლო მათი შვილები მრუშობის ნაყოფები. კატეგორიულად უნდა ი...
იხილეთ სრულად
მინდა შევეხო საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს ჯვარდაუწერელი მეუღლეების ქორწინების განსაზღვრების შესახებ. არცთუ იშვიათად გაიგონებ, თითქოს ჯვარდაუწერელი მეუღლეები მრუშები არიან, ხოლო მათი შვილები მრუშობის ნაყოფები. კატეგორიულად უნდა ითქვას, რომ ეს სრულებითაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
როდესაც კაცი და ქალი აღუთქვამს ერთმანეთს მეუღლეობას, ამ აღთქმით უკვე არიან ცოლ-ქმარნი. მრუშობად იწოდება მოქმედება, როდესაც ცოლიანი ან ქმარიანი ღალატობს თავის მეუღლეს. ...
ჯვრისწერის, როგორც საეკლესიო საიდუმლოების, აღსრულების პროცესში ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთაღთქმის სრულყოფა და უფლისმიერ ენიჭებათ კურთხევა. ამდენად, ყოველგვარი განცხადება, რაც ამ თვალსაზრისით ქორწინებულთა წესიერების საკითხს კითხვი...
იხილეთ სრულად
ჯვრისწერის, როგორც საეკლესიო საიდუმლოების, აღსრულების პროცესში ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთაღთქმის სრულყოფა და უფლისმიერ ენიჭებათ კურთხევა. ამდენად, ყოველგვარი განცხადება, რაც ამ თვალსაზრისით ქორწინებულთა წესიერების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეშ დააყენებ, უარსაყოფია. ხოლო ვინც ასეთ განსაზღვრებას დანერგავს, მიანიშნებს მის გაუთვითცნობიერებლობაზე საეკლესიო სამართლებრივ ნორმებში.