მოწამენი წამების დროს ძლიერ ტკივილებს განიცდიდნენ. ჩვეულებრივ ადამიანსაც იგივე ტკვივილი ექნებოდა.

მოწამენი წამების დროს ძლიერ ტკივილებს განიცდიდნენ. ჩვეულებრივ ადამიანსაც იგივე ტკვივილი ექნებოდა. განსხვავება ის არის, რომ მოწამენი მუდმივად ლოცვით ქრისტესთან იყვნენ შეერთებული და მისგან იღებდნენ ძალას, რომელიც მათ ტკივილს აღემატებოდა, და ამით აღწევდნენ გამარჯვებას. მათ რომ ლოცვა შეეწყვიტათ, თუნდაც ერთი წამით, ტკივილი აუტანელი გახდებოდა და ისინიც მზად იქნებოდნენ უფლის უარსაყოფად. მაგრამ, ვინაიდან ლოცვით იყვნენ ქრისტესთან კავშირში, ძალაც ემატებოდათ და ბოლომდე ითმენდენ ტკივილებსა და ყველა სატანჯველს.
 
თემატური კითხვები
6