სადაცა ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებათა

ბერი პორფირი - ციტატები, ამონარიდები
ყრმობის ასაკშივე თუ არ აღზარდეთ ბავშვები და უცდით, როდის მიაღწევს მოზარდის ასაკს, აღარაფერი გამოგივათ.
ბავშვი ცომივითაა: რაც უფრო რბილია, უფრო ადვილად გამოძერწავ. რაც პატარაა ყრმა, მით ადვილია მისი გაწვრთნა და სწავლება.
სიცოცხლე ქრისტეს გარეშე, სიცოცხლე კი არა, სიკვდილია. თუ შენს ყოველ საქმესა და აზრში ქრისტეს არ ხედავ, მაშინ ქრისტეს გარეშე ხარ.
როცა ღვთის მადლში ვართ, მაშინ ჩვენი ლოცვა ხდება წმინდა. ვილოცოთ განუწყვეტლივ, საწოლშიც, დასაძინებლად რომ ვემზადებით, ან როცა ვისვენებთ.
როცა ქრისტე მოდის, ჩვენი სულის მთელ სივრცეში ივანებს, მაშინ ყველა პრობლემა იხსნება; ყველა ცდუნება, ყველა დაბრკოლება ქრება, ცოდვებიც გვტოვებენ.
ნუ ილოცებ, რომ უფალმა სხვადასხვა ავადმყოფობისაგან განგკურნოს, არამედ დამშვიდდი გონიერი ლოცვით და დაიმარხე მოთმინება. ასე დიდ სარგებელს მიიღებ.
მორწმუნემ თავისი აღსარების, თავისი ცხოვრებისა და სულიერი მოღვაწეობის შესახებ სხვას არაფერი არ უნდა უთხრას. დე, ყოველივე საიდუმლოდ დარჩეს, მოძღვრის რჩევებიც.
განსაკუთრებით უფრთხილდი სასოწარკვეთილების დემონს. აბუჩად ნუ აიგდებ მას. როცა ის ეუფლება სულს, აძინებს და ძალას ართმევს. ეს დიდი დემონია, ის ადამიანის სულში სხვა დემონებთან ერთად იჭრება.
სენი უფლის მოსვლის ნიშანია. ვაი მას, ვინც არ ავადმყოფობს! ასეთი ადამიანი უკვე აქ, დედამიწაზევე იღუპება, რადგან ჯანმრთელნი და მდიდარნი შორს არიან ცათა სასუფევლისგან, სამოთხის სავანეებისგან.