კამათი, ჩხუბი - ციტატები, გამონათქვამები
კამათი, ჩხუბი - ციტატები, გამონათქვამები კამათი, ჩხუბი, გამონათქვამები, ციტატები
ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ, მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს.
ბევრს ნუ ილაპარაკებთ. მოერიდეთ შეპასუხებას, კამათს, მრავლისმეტყველებას და ყველაფერს, რაც დაუდევარი ენისგან მომდინარეობს.
შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით უ... იხილეთ სრულად
დასაცინი ვხდებით, როცა მშობლების, ერისა და თავისუფლების დამტოვებელნი თავს საქვეყნოდ ვიმასხარავებთ ღვთის, ანგელოზებისა და ეშმაკების წინაშე, როცა გვხედავენ, რომ ერთმანეთს ნემსის, ძაფის თუ სხვა წვრილმანის გამო წავეკიდებით.