
ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო:
მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის [გვ. 34]
რატომ უნდა ვილოცოთ მოუკლებლად?
რატომ უნდა ვილოცოთ მოუკლებლად?
მოუკლებლად, ანუ განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ, რათა სხვა რაიმე აზრმა არ დაიპყროს ჩვენი გონება და ღმერთს არ მოგვწყვიტოს; იმიტომ, რომ სატანა ყოველჟამს თავის ბოროტ მსახურებთან ერთად ცილს გვწამებს; ასევე სხეული მუდამ ავხორცობით აჭირვებს სულს, ჩვენ კი ჩვენი საკუთარი ძალებით ამას წინ ვერ აღვუდგებით. ამიტომ ლოცვით უნდა შევიარაღდეთ, აღვიმართოთ და მაგრად ვიდგეთ. გონებით და სულით ვილოცოთ ყოველჟამ და ყოველგან.
|