უფრო მეტად ილოცეთ, რომ ღმერთმა მრუშობის შემოტევებისგან დაგიცვათ. ეს ცოდვა მდინარესავით შემოედინება და წვეთწვეთობით გადმოდის. საჭიროა, ყოველთვის და ყველგან ფხიზლად ვიყოთ.
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდ...
იხილეთ სრულად
ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ მხოლოდ ხუთი სიტყვა წარმოსთქვა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, მაგრამ გამართლებული იგი გამოვიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელების აღპყრობითა და თუნდაც პირჯვრის წერით არ გამოიხატება. ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს, როცა მისი აზრი და გონება თავისი თავისკენაა მიმართული და გრძნობს რა თავის უღირსებასა და ცოდვილობას,...
ფსალმუნთა გალობისა და ლოცვის მიტოვების გამო კი არ განგვსჯის ღმერთი საშინელ სამსჯავროზე, არამედ ჩვენში ეშმაკების შემოსვლის გამო, რომელიც მათ მიტოვებას მოსდევს.
ღირსი ანტონი დიდი უფალ იესო ქრისტეს სახელის განუწყვეტელ ხსენებას ამცნებს: „ნუ დაივიწყებ, – ამბობს იგი, – ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, განუწყვეტლივ ამყოფე იგი შენს გონებაში, დაიცავი გულში, ადიდე ენით, იმეორე: უფალო, იესუ ქრისტ...
იხილეთ სრულად
ღირსი ანტონი დიდი უფალ იესო ქრისტეს სახელის განუწყვეტელ ხსენებას ამცნებს: „ნუ დაივიწყებ, – ამბობს იგი, – ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, განუწყვეტლივ ამყოფე იგი შენს გონებაში, დაიცავი გულში, ადიდე ენით, იმეორე: უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე. აგრეთვე: უფალო იესუ ქრისტე, შემეწიე მე. ასევე: გადიდებ შენ, უფალო ჩემო, იესუ ქრისტე“.
ყველაზე დიდებული ლოცვა ქვეყნის და ჩვენი წინაპრებისათვის არის ჩვენი სულიერი წარმატება, რადგან ამით მათ ღვთის შეწევნის უფლება ეძლევათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამით ჩვენი ლოცვაც კადნიერებას იძენს, და რომ ჩვენი წინაპრები ხარობენ ღ...
იხილეთ სრულად
ყველაზე დიდებული ლოცვა ქვეყნის და ჩვენი წინაპრებისათვის არის ჩვენი სულიერი წარმატება, რადგან ამით მათ ღვთის შეწევნის უფლება ეძლევათ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამით ჩვენი ლოცვაც კადნიერებას იძენს, და რომ ჩვენი წინაპრები ხარობენ ღირსეულ შთამომავალთა გამო, მაშინ როცა ჩვენი ცუდი ცხოვრების გამო ისინი ორმაგად იტანჯებიან.
ყოველი კეთილი საქმის თავი და სათნოებათა დასაბამი არის წრფელი ლოცვა–ვედრება ღმერთის წინაშე, რამეთუ სწორედ ლოცვისაგან იშვებიან ჩვენში სხვა სათნოებანიც და სწორედ ლოცვის შედეგად მოგვეცემა ღმერთისაგან ყოველგვარი სიკეთე.
შეუწყვეტელ და თბილ, სიტკბოთი და სიხარულით სავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით, მისი მთლიანად განმწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა და თავად ღმერთი. ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვით მან...
იხილეთ სრულად
შეუწყვეტელ და თბილ, სიტკბოთი და სიხარულით სავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით, მისი მთლიანად განმწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა და თავად ღმერთი. ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვით მან თქვა: „მე ვარ უფალი, ყოვლის შემოქმედი“.
ნიადაგ წვაში... ფიქრში... ღელვაში...
წავლენ წუთები... დღეები... წლები...
შენც დაიღლები დროსთან თამაშით
და ქართული ცის ქვეშ წამოწვები.
მერე ამ ბაღში შენივე სისხლით,
შენივე სახით, შენივე ფერით,
შ...
იხილეთ სრულად
ნიადაგ წვაში... ფიქრში... ღელვაში...
წავლენ წუთები... დღეები... წლები...
შენც დაიღლები დროსთან თამაშით
და ქართული ცის ქვეშ წამოწვები.
მერე ამ ბაღში შენივე სისხლით,
შენივე სახით, შენივე ფერით,
შენივე ფიქრით, შენივე ზრუნვით,
შენივე აზრით, შენივე გულით...
შენებრ სხვა მოვა...
მერე სხვა მოვა...
და მიწა ასე იბრუნებს ისევ,
და მზეც კვლავ ისე ჩავა-ამოვა.