ავტორი:
ოპტინელი ბერი სტარეცი
თემა:
ლოცვა
ლოცვისას რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდო და საერთოდ არაფერმა შეგაცბუნოს; არც განსაკუთრებული ამოცანა
ლოცვისას რაიმე განსაკუთრებულს არ ელოდო და საერთოდ არაფერმა შეგაცბუნოს; არც განსაკუთრებული ამოცანა დაისახო; იგრძენი თავი ყრმად, რომელმაც ჯერ სიარულიც კი არ იცის და რა მსჯელობა, რა სხვადასხვა საკითხის წამოჭრა შეუძლია მას?! შენც ოღონდ ფეხზე დადგე და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა; ამაში იმეცადინე: ეცადე, ყურადღება ლოცვის სიტყვებიდან სხვა საგნებზე არ გაგექცეს, თუ გაგექცა – უკან მობრუნდი. წაიკითხე ნაცნობი ლოცვა წყნარად; დასაწყისში გადაიწერე პირჯვარი და მუხლი მოიდრიკე, დასასრულსაც იგივე გაიმეორე. თუ შენს სულს შვება მიეცემა, მადლობა ღმერთს!... თუ ვერაფერი შეიგრძენი – ნუ შეშფოთდები. საკუთარ თავში რაიმე განსაკუთრებული განცდები თავად არ გამოიწვიო, მაგრამ აღძრულსაც ნუ განაგდებ, ყველაფერი უფალს მიანდე.
|