
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ლოცვის დროს ჩვენს ფანტაზიასთან შეერთებული და დემონური ძალებით მოძრავი ეს შთაბეჭდილებები გონების
ლოცვის დროს ჩვენს ფანტაზიასთან შეერთებული და დემონური ძალებით მოძრავი ეს შთაბეჭდილებები გონების ზედაპირზე ამოტივტივდებიან, სულს სქელი ნისლივით ეხვევიან და ადამიანს საკუთარი სიტყვები აღარ ესმის. რა ვიღონოით, წარმოსახვა როგორც მოვთოკოთ, აზრებს თავი როგორ მოვუყაროთ, როგორ ვაიძულოთ გონება, რომ გულისყური მხოლოდ ლოცვას მიუგდოს? როგორ განვაგდოთ აზრები, ზრახვები, რომლებიც ჩვენს გარშემო კრაზანებივით ბზუიან? უფალმა ბრძანა, რომ დემონები მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიგდებიან (მათე 17, 21). მარხვის გარეშე ლოცვა ყოველთვის უღონო და უძლური იქნება, ამასთან მარხვა – ეს არამხოლოდ საკვებში თავშეკავებაა, არამედ გარეგანი შთაბეჭდილებებისგანაც, ანუ იმისგან, რაც ჩვენს მეხსიერებას ავსებს.
|