1978. რა არის მარხვა?
1978. რა არის მარხვა?
1. რომ დაძლიოს ყველა ჩვენი ხორციელი უძლურება და გვასწავლოს თავშეკავება.
2. რათა ჩვე თვითონ დავისაჯოთ საკუთარი თავი ჩვენივე ცოდვების მონანიების მიზნით,
3. რათა სულიერად ჩავღრმავდეთ ლოცვაში და მოვემზადოთ წმ. საიდუმლოთა მისაღებად და დიდ დღესასწაულთა განსადიდებლად.
1. მთელს წლის მანძილზე ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა მსგეფსისა,
2. ღმრთის განცხადების ანუ ნათლისღების წინა დღე - 5 იანვარი,
3. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 29 აგვისტო,
4. ჯვართამაღლება - 14 სექტემბერი.
1. ქრისტეშობიდან - 4 იანვრამდე,
2. მეზვერისა და ფარისევლის - წინა კვირაში,
3. ბრწყინვალე შვიდეულში - აღდგომის შემდეგ კვირაში,
4. - სულთმოფენობის დღესასწულის მომდევნო კვირას.
1. საშობაო ანუ ფილიპეს მარხვა - 15 ნოემბრიდან ქრისტეშობამდე;
2. წმიდა დიდი მარხვა - ყველიერის კვირის ჩათვლით სააღდგომო წირვამდე;
3. მარიამობის მარხვა - ყოვლადწმიდა ღმრთის მშობლის მიძინების წინ, 1 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით.
4. პეტრე-პავლობის მარხვა- იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და გრძელდება 28 ივნისის ჩათვლით.
განმარტება
I. ტუკი ჩვენი თანამდედროვე ადამიანები თითქმის არ მარხულობენ, ეს სარწმუნოების დაკნინების მაჩვენებელია. ქრისტე მკაცრად მარხულობდა, ვიდრე გამომსყიდველობით ღვაწლს შეუდგებოდა; ეს მან იმისთვის აღასრულა, რომ ჩვენთვის მაგალითი მოეცა, რადგანაც მარხვას მისთვის არ ჰქონდა ისეთი მნიშვნელობა, როგორც - ჩვენთვის. მარხულობდნენ აგრეთვე მოციქულები და პირველი ქრისტიანები (საქ.13,3). ქრისტე დაჟინებით ითხოვდა ლოცვასა და მარხვას და განმარტავდა, რომ მრავალი დიდი და საკვირველი საქმე მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება აღსრულდეს (მთ.17,21). ჭეშმარიტი ქრისტიანები, ქრისტეს მსგავსად, სიყვარულითა და კეთილსინდისიერებით იცავდნენ და იცავენ მარხვას ყველა დროში. მარხვა მძლავრი საშუალებაა ქრისტიანული წესრიგისა და ნებისყოფის განსამტკიცებლად, საკუთარ მავნე ჩვევებზე გამარჯვებისა და სულიერი სრულყოფილების მოსაპოვებლად.
II. მარხვა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ექიმები ხშირად ზღუდავენ ზოგიერთი საჭმლის მიღებას. მართლმადიდებელ ეკლესიაში სამარხო საჭმელი ძირითადად შეიცავს, პურს, ფრქვილის ნაწარმს, ხილს და ბორტნეულს. ცნობილია, რომ ხილი და ბორტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს. ასე რომ, თუ ორგანიზმი მიწიერ ხორცეულს ვერ იღებს, უამისოდ დაზარალდება.
III. მარხვის დროს აუცილებელია, აგრეთვე, საკუთარი ცუდი ჩვევების, ვნბების, მრისხანების სიძულვილის, მტრობის დაძლევა, აგრეთვე, გადაჭარბებული მხიარულებისაგან, განსაკუთრებით ცეკვებისაგან თავშეკავება. არ შეიძლება ქორწილების გადახდა.
IV. ჯანმრთელობის გამო, შეიძლება ცალკეულ პირებს შეუმსუბუქდეთ ან საერთოდ განთავისუფლდნენ მარხვისაგან სასულიერო პირთა კურთხევებით.
V. ზოგერთი ქრისტიანი ნათლისღების წინა დღეს ვნების კვირის პარასკევს საერთოდ არ იღებს საზრდელს.ეს ღმრთივსათნო ტრადიცია ძირითადად გავრცელებული იყო ქრისტიანობის პირველ ხანებში.
VI. ზოგიერთი ადამიანი ღიმილით უყურებს მარხვას და ამბობს, რომ ეკლესია ცალკეულ საკვებს იმიტომ კრძალავს, რომ მას არაწმიდად თვლის. ეს არ არის მართალი. ეკლესია არც ერთ საკვებს არ თვლის არაწმიდად. ჩვენ თავს ვიკავებთ ზოგიერთი საჭმლისაგან არა იმიტომ, რომ უწმინდურია, არამედ იმიტომ, რომ შევუდგეთ უფალ იესო ქრისტეს და აგრეთვე იმ მიზეზით, რომელიც მიტითებულია 1979-ე კითხვის პასუხად.
VII. თევზი ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ითვლებოდა სამარხვოდ. მაგრამ მართლმადიდებელი მონასტრები თევზის მიღებას მხოლოდ ზოგიერთ განსაკუთრებულ დღეს უშვებს.
|
|