მარტოოდენ კეთილ განზრახვებსა და ღვთივსათნო მისწრაფებებზე დაემყნობა ღვთიური ლოცვა–კურთხევა და

მარტოოდენ კეთილ განზრახვებსა და ღვთივსათნო მისწრაფებებზე დაემყნობა ღვთიური ლოცვა–კურთხევა და აღესრულება საქმენი საკვირველნი და სასწაულნი წარმოუდგენელნი. ჩვენ ვხედავთ, რომ ღვთიურ კურთხევას მიმთხვეული მცონარე ადამაინები მოღვაწენი, შრომისმოყვარენი ხდებიან, მუქთახორები – თავგამოდებულნი, ძუნწი ვერცხლისმოყვარენი – მოწყალენი, მემთვრალენი – ფხიზელნი, მფლანგველნი და ქარაფშუტები – ხელმომჭირნენი და კეთილგონიერნი, ხელმრუდენი – პატიოსნები, ჩხუბისთავნი – მშვიდნი, ენაბილწნი – სულით უმანკონი, ცრუნი – სიტყვაფრთხილნი, მოღალატე ქმრები – მოსიყვარულენი, უწესრიგო და უსუფთაო ქალები – აკურატული და წერსიერი დიასახლისები, გარყვნილნი – ღვთისმოსავნი, თავისუფლად მოაზროვნენი – მართლმადიდებლები.
 
0