წმ. იოანე კრონშტადტელი

მადლისმიერი შეწევნის გარეშე შენ ვერცერთი ვნების, ვერცერთი ცოდვის დამარცხებას ვერ შეძლებ, ყოველთვის

მადლისმიერი შეწევნის გარეშე შენ ვერცერთი ვნების, ვერცერთი ცოდვის დამარცხებას ვერ შეძლებ, ყოველთვის შესთხოვე დახმარება ქრისტეს, შენს მაცხოვარს. იგი იმისთვის მოვიდა ქვეყნად, იმისთვის ევნო, მოკვდა და აღდგა, რომ ყოველივეში დაგვეხმაროს, გადაგვარჩინოს ცოდვისა და ვნებათა მძლავრებისაგან, განგვწმინდოს ცოდვებისაგან, სულიწმიდის მიერ მოგვცეს ძალა კეთილი საქმეების აღსასრულებლად, რომ განგვანათლოს, განგვამტკიცოს, დაგვამშვიდოს. ამბობ: როგორ ვცხონდე, როცა ყოველ ნაბიჯზე ცოდვა დგას და ყოველ წუთს ვცოდავ? ამის პასუხი მარტივია: ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთს მოუხმე მაცხოვარს, გახსოვდეს მაცხოვარი და ცხონდები, სხვებსაც აცხოვნებ.
 
თემატური კითხვები
0