თემა: განკითხვა სხვებზე ცუდს ამბობ და მათში მცირე ნაკლოვანებასაც კი ამჩნევ; როგორც ჩანს, არ გეშინია, რომ ისინი შენს უფრო დიდ ნაკლოვანებებზე ილაპარაკებენ! link
თემა: განკითხვა თუ გსურს, სიმშვიდე მოიპოვო ამ წუთისოფელშიც და იმქვეყნადაც, ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს უთხარი: - "ვინ ვარ მე?" და ნურავის განიკითხავ. link
თემა: განკითხვა გაფრთხილდი, არ განიკითხო. რადგან ამის გამო ღმერთი უშვებს და მადლი მიდის და გტოვებს უფალი, რომ დაეცე, დამდაბლდე, დაინახო საკუთარი შეცდომები link
თემა: განკითხვა კაცმან სახიერმან, რაჟამს იხილის ძმაი თვისი დაბრკოლებად და დაცემად, არა განიკითხავნ მას, არამედ ეკრძალებინ, რაითა არა იგიცა ეგრეთვე დაეცეს link
თემა: განკითხვა ნუ უყურებ სხვის ცოდვებს, არამედ საკუთარ ბოროტ საქმეებს შეხედე, რამეთუ პირველისთვის არ განისჯები, საკუთარისთვის კი აუცილებლად აგებ პასუხს. link
თემა: განკითხვა კეთილი ადამიანი ყველას კეთილად ხედავს, ბოროტი და მზაკვარი კი - მხოლოდ ირიბად, იგი სწორადმავლებზეც კი ეჭვობს, აყვედრის, განსჯის და ავსიტყვაობს. link
თემა: განკითხვა ჩვენ მიდრეკლინი ვართ ნაკლებმნიშვნელოვანი ნაკლოვანებების დანახვისკენ - მოყვასში, და - არა საკუთარი დიდი ნაკლოვანებების აღიარებისკენ (მათე 7, 3). link
თემა: განკითხვა შენ თუ განიკითხავ, მოსამართლე ღმერთია, განმკითხავი ჰგავს ცარიელ პურის თავთავს, რომელიც ყოველთვის თავაწეულია და ამის გამო სხვებს ზემოდან უყურებს link
თემა: განკითხვა თუ ზრახვა შენი ძმის შესახებ რაიმე ცუდის სათქმელად გიბიძგებს, დაფიქრდი, რაოდენ საშიშია ეს შენი სულისთვის, ღვთისთვის კი - საძაგელია - და დამშვიდდები. link
თემა: განკითხვა როდესაც უფალმა სოდომელთა გოდება მოისმინა, არ დაიჯერა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილა (შეს. 18, 20-21); ასევე ყოველთვის არ უნდა დავიჯეროთ მოყვასის ლანძღვა. link