ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სიზმარი
უმჯობესი იქნება, თუ სიზმრებს საერთოდ არ მიაქცევთ ყურადღებას. ზოგიერთი მათგანი, შეიძლება, კიდევაც ნიშნავდეს რაიმეს, მაგრამ, რადგან მათი სწორი ახსნა ჩვენ არ შეგვიძლია, ვარაუდები კი შეიძლება მცდარი და უსარგებლო იყოს, სჯობს, საერთოდ დაივიწყოთ ისინი. ესაა მათი ბუნებრივი ხვედრი, რადგან, ჩვეულებრივ, სიზმრებს ვივიწყებთ ხოლმე.
მხედველობაში იქონიეთ, რომ ასრებობს სამი სახის სიზმარი: 1) ბუნებრივი; 2) ღვთისაგან და 3) დემონებისაგან. სიზმარს რომელიც ღვთისგანაა, სიმშვიდე მოაქვს და დიდი ხნით იბუდებს გულში. ხოლო სიზმრებს, რომლებიც ეშმაკისგანაა, სულში ჭფოთი შემოაქვთ. საკუთრივ ჩვენი, ბუნებრივი სიზმრები კი არეულ-დარეულია.
ღვთის წინაშე ეშმაკები უძლურნი არიან და მორწმუნე ადამიანებს ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ მათ ხანდახან ნება ეძლევათ მიუახლოვდნენ ღვთის მონებს და შეაშფოთონ ისინი. ზოგჯერ გამოსაცდელად, ზოგჯერ ჭკუის სასწავლებლად, ხანდახან კი თავად მათთვი, რათა დაინახონ თავიანთი არარაობა. იმავე მიზეზებით არის დაშვებული მათთვის სიზმრების შეთხზვაც. თქვენზე კი ეს განსაცდელი საგანგებოდაა დაშვებული, რადგან აქამდე არ გჯეროდათ მათი ხრიკების არსებობა. ღმერთმა დაგლოცოთ. ამინ!