ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მოწყინება
თქვენს წერილში მოწყინების სული იგრძნობა. რატომ მოიწყინეთ? თქვენ ხომ ღვთისა ხართ, უფალმა თავისთან მოგიხმოთ. თქვენ ხომ ზეციური მამისკენ მიდიხართ მის სავანეში ზეციურ ნეტარებაში დასამკვიდრებლად! - და ამ დროს მოიწყინეთ?
უნდა გალობდეთ: "განათლდი! განათლდი! სულო განახლებულო!" თქვენ კი ლამის ტირიხართ, თითქოსდა ტყუილად გაისარჯეთ. არცერთი თქვენი საქმე ფუჭად არ ჩაივლის. უფალი ყველაფერს შეიწირავს და ასმაგად მოგიზღავთ.
ჯანმრთელობა რომ შეგერყათ, განა ღირს კი ამაზე დარდი? გაიხსენეთ, რას ღებულობდით სანაცვლოდ! სხვა თქვენს ადგილას, ამისთვის ოქროს ზოდებს არ დაიშურებდა, თქვენ კი მხოლოდ ჟანმრთელობა შეგერყა მცირედ. მაშ, კეთილი ინებეთ და ნუ მიეცემით სულმოკლეობას.
ცხოვრება გიმძიმთ? - დიდება შენდა უფალო! ეს ვიწრო გზაა. ვიწრო გზა ხომ აუცილებელია. მის გარეშე ვერავინ შევა ცათა სასუფეველში. ზოგიერთი, ღვთის განგებით, თვითონ იქმნის ასეთ გზას. თქვენთვის კი უფალმა თავად იზრუნა, რადგან ხედავდა, რომ თქვენით ვერ შეძლებდით ამის გაკეთებას და რომც მოგეკიდათ კიდევაც ხელი, მაინც ვერ მოიწყობდით ამ საქმეს კეთილად. მას სურს თავისთან მიგიყვანოთ და თქვენდამი სიყვარულით აკეთებს იმას, რის გარეშეც მასთან მისვლა შეუძლებელია. მაშ, სულგრძელი იყავით, ღვთის გულისათვის, მას ხომ თქვენ უყვარხართ!