ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: მოწყინება
560. მაგრამ თუ ის ადგილი, სადაც ეშმაკისეული მოწყინება იჩენს თავს, ფრიად მცხუნვარეა, რომელიც მოწყინებას უწყობს ხელს და კიდევ უფრო ამძიმებს ადამიანს, იმდენად რომ მას ძალები არ ჰყოფნის ორივეს შესაწინააღმდეგებლად? ამისთვის ხომ არ უნდა განერიდოს ის იქაურობას ბრძოლების დროს?
უმჯობესია თუ ვიღვაწებთ და ბრძოლების დროს ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ. მაგრამ თუ ვინმე ხედავს, რომ მძიმე შრომისაგან მარცხდება, დაე, დათმობაზე წავიდეს და როდესაც უშუალოდ სიმძიმისაგან შემსუბუქებას იგრძნობს, ღვთის სახელს მოუხმოს. თვით მოწყინების წინააღმდეგ იღვაწოს და ღმერთი შეეწევა. ხოლო როდესაც სიმძიმეს ადგილი არ განაპირობებს, მაშინ მოწყინების გამო საქმის მიტოვება კიდევ უფრო დაამძიმებს, ბრძოლას გაუძლიერებს და სულს დაუზიანებს. ვისაც მოწყინება ეუფლება, ის სხვაგვარად ვერ განდევნის მას, თუ არა დიდი შრომით და სხვათა ლოცვების დახმარებით.