ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა: მადლი
რას სწუხხარ სულო ჩემო და რატომ ღვრი ცრემლებს? თუ შენ დაგავიწყდა, რომ უფალმა შეგქმნა ღირსად ყოველგვარი სასჯელისა? არა, არ დამვიწყებია მე რა დიდი წყალობა გადმოღვარა ჩემზე უფალმა, მახსოვს სიტკბოება სულიწმიდის მადლისა, ვიცნობ უფლის სიყვარულს, ო, რა ტკბილია იგი სულისა და სხეულისთვის. - მაშ რას იცრემლები სულო თუ კი იცნობ მეუფეს და მის გამოუთქმელ წყალობას შენზე, სხვა რა გინდა? რას მოითხოვ კიდევ მეუფისაგან, რომელმაც გამოგიგზავნა ამდენი წყალობა? - ჩემს სულს, სურს არასდროს არ დაკარგოს უფლის მადლი, რამეთუ მისი სიტკბოება იზიდავს ჩემს სულს განუწყვეტლივ მიყვარდეს ჩემი შემოქმედი