თემა: ეშმაკი,  მრუშობა,  სიძვა


ეშმაკის ცდუნება.

ერთი მონოზონი უდაბნოში დაეყუდა და ლოცვასა და ფსალმუნების ღვაწლს შეუდგა. ერთხელ გაიგონა, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს ეშმაკები, მოდი, ამა და ამ სოფელში გავიქცეთ და მღვდელი სიძვით დავცეთ, რადგან ნაბრძანებია, რომ ხვალ, დილის 8 საათზე მოკვდესო.
    გულმოწყალე ბერი ამის გაგონებისთანავე გაემართა იმ სოფლისკენ, სადაც მღვდელი ცხოვრობდა. მთელი ღამე იარა და გამთენიისას სოფელში შევიდა. ეკლესიის კართან ჩამომჯდარი, შეწუხებული კაცი დაინახა და ჰკითხა, შენ ხომ არ ხარ ამ სოფლის მღვდელიო.
    -მე ვარ, - მიუგო მღვდელმა.
    -ადექი, საშინელი რამ უნდა გითხრა, - სთხოვა ბერმა.
    მღვდელმა თავისი მწუხარების გამო არ უსმინა, მაგრამ ბერი შეევედრა, ააყენა, კუთხეში გაიხმო და უამბო, რაც ეშმაკებისგან გაიგონა. მღვდელმა ღრმად ამოიოხრა და ტირილით უთხრა:
    -ნეტავ ერთი საათით ადრე მოსულიყავი, ძმაო; ცოტა ხნის წინ აქ ერთი ქალი მოვიდა, რომ კანდელიდან სანთელი აენთო და მასთან სიძვით დავეცი.
    ამის წარმოთქმისთანავე მიწაზე დავარდა და სული განუტევა.
    წმიდა ბერი ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, როცა იხილა, როგორი გულმოდგინებით ირჯებიან ეშმაკები ადამიანის წარსაწყმედად, თუ ღმერთი ამის ნებას მისცემთ
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები