თემა: ტაძარი
მაცხოვრის აღდგომის ტაძრის განახლება იერუსალიმში.
იერუსალიმის დანგრევის შემდეგ რომაელები მთელ იუდეის სამეფოს მოედვნენ; რადგანაც ისინი წარმართნი იყვნენ, ბუნებრივია, იერუსალიმში წარმართული საკერპეები უნდა გავრცელებულიყო. რომის სხვა იმპერატორებზე მეტად საკერპეებს ელიოს ადრიანე აშენებდა. მას იუდეველები და ქრისტიანები სძულდა და გადაწყვიტა, ადამიანთა ხსოვნიდან ამოეშალა ყველა ადგილი, რომელთაც ერთნი და მეორენი წმინდად მიიჩნევდნენ. იერუსალიმს მის პატივსაცემად ელიოსი ეწოდა; ბეთლემში, სადაც სამყაროს მაცხოვარი იშვა, ადონისეს კერპი დადგეს; გოლგოთაზე კი, რომელიც ძე ღვთისას სისხლით იყო მორწყული, ქალღმერთ ვენერას სახელზე წარმართული ტაძარი აშენდა.
წმიდა ადგილთა ეს შეურაცხყოფა გრძელდებოდა კონსტანტინე დიდის დრომდე, რომელიც ცდილობდა, სახარებისეული რწმენა გაევრცელებინა და განემტკიცებინა; ამიტომ წმიდა განზრახვით გადაწყვიტა, ღვთისმოსავი ქვეყანა კერპთაყვანისმცემლობისგან გაეთავისუფლებინა.
მისი დედა, მოციქულთასწორი ელენე მოციქულთა სამშობლოში თვითონ ჩავიდა, საკერპეები დაანგრია და იმდენად წყალობა მოიღო ზეცამ, რომ უფლის ჯვარი და საფლავი იპოვა. სწორედ იმ ადგილას ააგო მან მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე დიდმა აკურთხა.
ამ დღესასწაულს მაცხოვრის აღდგომის ტაძრის განახლება იმიტომ ეწოდა, რომ იმ ადგილას იყო აზრობრივი ტაძარი (რომელიც იესო ქრისტემ, სახარებისეული თხრობით, სამ დღეში შექმნა), რომელიც წარმართული კერპებით შეურაცხყვეს; ტაძარი იმ დროს კონსტანტინემ და ელენემ აღადგინეს.
დაე, აღდგეს ჩვენი გულები, როგორც ხელთუქმნელი ტაძარი ღვთისა ცხოველისა, ესოდენ ხშირად შეურაცხყოფილი ცოდვებით! დაე, აღდგეს, ძველი კაცის განმოსვითა და ახალი კაცის შემოსვით