თემა: ტაძარი
2045.რა ძევს ყუთში ჯვრის ქვეშ სამფეხა სადგომზე?
ჯვრის ქვეშ ყუთში ძევს ერთი ან რამდენიმე წმიდანის წმიდა ნაწილები.
2046.რატომ არის ჩატანებული ტრაპეზის ქვეშ წმიდა ნაწილები?
წმიდა ნაწილები ყოველთვის ტრაპეზის ქვეშ არის ჩატანებული, რადგან ქრისტიანობის პირველ ხანებში ღმრთის მსახურება, განსაკუთრებით წმ. ლიტურღია მოწამეთა საფლავებზე აღევლინებოდა.
2047.ვინ და როდის დააბრძანებს წმიდანთა ნაწილებს ტრაპეზის ქვეშ?
წმიდანთა ნაწილებს ტრაპეზის ქვეშ დააბრძანებს ეპისკოპოსი ტაძრის კურთხევის დროს; წმიდა ნაწილები თავსდება ყუთში და იფარება ნაკურთხი თაფლის სანთელით და იხურება სახურავით.
განმარტება
თუ წმიდა ლიტურღია ტაძრის გარეთ აღევლინება, მაგალითად, ღია ცის ქვეშ, ან ისეთ ადგილზე, სადაც ტრაპეზი არ არის, მღვდელმა ნაკურთხლი ოდიკი წმიდა ნაწილებით იმ მაგიდაზე უნდა დააბრძანოს, რომელსაც წირვის აღსასრულებლად გამოიყენებს. ასეთ შემთხვევაში ტრაპეზის მაგივრობას ოდიკი გასწევს.

2048.საიდან იღებს ეპისკოპოსი წმიდანთა ნაწილებს?
წმიდა ნაწლებს ეპისკოპოსი იღებს იმ წმიდანთა წმიდა ნაწილებიდან, რომლებიც სხვადასხვა ტაძარში განისვენებენ. თუ ეპარქიაში ასეთი წმიდანი არ განისვენებს, მაშინ სხვა ეპარქიის მღვდელმთავარი უგზავნის მათ.
2049.საკურთხეველში რომელ ადგილს ეწოდება მაღალი დასაჯდომელი?
მაღალი დასაჯდომელი საკურთხეველში ეწოდება ადგილს, რომელიც ტრაპეზის იქით არის აღმოსავლეთის მიმართულებით.
2050.რატომ ჰქვია ამ ადგილს მაღალი დასაჯდომელი?
იმიტომ, რომ ის ხშირად საკურთხევლის იატაკზე უფრო მაღალია. მაღალ დასაჯდომელზე დგას ან ზის ეპისკოპოსი სამოციქულოს კითხვის დროს.
2051.რით გამოიყოფა საკურთხეველი ტაძრისაგან?
გამოიყოფა კედელით, რომელზეც წმიდა ხატებია დასვენებული. იგი ოდნავ ამაღლებულ ადგილზეა, რომელსაც სოლეა ეწოდება.
2052.რა ჰქვია ამ ხატებიან კედელს?
ამ კედელს კანკელი ჰქვია.
2053.რომელი კარებით შევდივართ ტაძრიდან საკურთხეველში?
ტაძრიდან საკურთხეველში შესასვლელად სამ კარია:
1. შუა ფართო ორფრთიანი კარები, რომელსაც სამეუფეო ანუ აღსავლის კარი ეწოდება.
2. სამეუფეო კარის ორივე მხარეს კი ერთნაირი ვიწრო კარებია. ერთს ჩრდილოეთის კარი ჰქვია, მეორეს - სამხრეთის.
1. შუა ფართო ორფრთიანი კარები, რომელსაც სამეუფეო ანუ აღსავლის კარი ეწოდება.
2. სამეუფეო კარის ორივე მხარეს კი ერთნაირი ვიწრო კარებია. ერთს ჩრდილოეთის კარი ჰქვია, მეორეს - სამხრეთის.
2054.რატომ ჰქვია კანკელის შუა კარებს სამეუფო ანუ აღსავლის კარები?
იმიტომ, რომ იქიდან გამოაბრძანებენ საუფლო ძღვენს, ანუ უფალ იესო ქრისტეს ხორცსა და სისხლის, რომელიც არის მეუფე დიდებისა.
2055.ვის შეუძლია სამეუფეო კარით საკურთხეველში შესვლა და გამოსვლა?
ა კარებით საკურთხეველში შესვლა და გამოსვლა შეუძლია ეპისკოპოსს, ხოლო ღმრთის მსახურების ჟამს, განწესების მიხედვით, მღვდელს და დიაკვანს.
2056.რომელი ხატია დასვენებული სამეუფო კარზე?
სამეუფო კარების ერთ მხარეს დაბრძანებულია ღმრთისმშობლის, ხოლო მეორე მხარეს მთავარანგელოზ გაბრიელის ხატი. ორივე ერთად ღმრთისმშობლის ხარების სცენას გამოსახავს.
2057.რომელი ხატია დაბრძანებული კანკელის სამხრეთ ნაწილში?
დაბრძანებულია საიდუმლო სერობის ხატი.
2058.რომელი ხატია დაბრძანებული კანკელის სამხრეთ ნაწილში?
დაბრძანებულა მაცხოვრის ხატი, შემდეგ იოანე ნათლისმცემელის ხატი, შემდეგ კი ხატი რომელიმე წმიდა გამოსახულებით ან იმ წმიდანის გამოსახულებით ვის სახელზეც ტაძარია აგებული.
2059.რომელი ხატებია კანკელის ჩრდილოეთ ნაწილში?
დაბრძანებულია ღმრთისმშობლის ხატი, შემდეგ ხატი იმ წმიდანის გამოსახულებით, რომელიც განსაკუთრებით იდიდება ამ ტაძრის მრევლის მიერ.
2060.რა დგას კანკელის ხატების წინ, განსაკუთრებით კი მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის ხატების წინ?
კანკელის ხატების წინ დგას შანდლები სანთლებით.
2061.რომელი ხატებია ჩრდილოეთის და სამხრეთის კარებზე?
ამ კარებზე დაბრძანებულია ანგელოზთა ხატები.
2062.რა არის უშუალოდ სამეუფეო კარს მიღმა?
სამეუფო კარს მიღმა არის ფარდა - კრეტსაბმეველი, რომლითაც იფარება საკურთხევლის შიდა სივრცე მაშინ, როდესაც არ არის ღმრთისმსახურება.
2063.რით არის დაგვირგვინებული კანკელი?
კანკელი დაგვირგვინებულია წმიდა ჯვრის გამოსახულებით.
2064.რა არის ამბიონი?
ამბიონი არის სოლიეს ნაწილი, სამეუფო კარის წინ, რომელიც ოდნავ წინ არის გამოწეული და მომრგვალებულია.
2065.რით არის გამშვენებული ტაძრის შიგნით გუმბათები და კედლები?
გუმბათები და კედლები გამშვენებულია ფრესკებით.
2066.რა არის ბაირაღი?
ბაირაღი არის ხატი, რომელიც მაგრდება ხის ტარზე.
2067.რა დანიშნულება აქვს ბაირაღს?
ბაირაღს გამოიყენებენ საეკლესიო მსვლელობის დროს, რათა მას სადღესასწაულო ელფერი შეჰმატოს.
2068.რა არის ანალოღია?
ანალოღია არის გადასატანი მაგიდა, რომელსაც ზედა ნაწილი დახრილი აქვს. მასზე დაბრძანდება სახარება, რომლსაც ღმრთისმსახურების ჟამს კითხულობენ და წმიდათა ხატები დღესასწაულებზე.
განმარტება
I. ანალოღიაზე გადაფარებულია ლამაზი გადასაფარებელი, რომელზეც ამოქარგულია ჯვარი.
II. წმიდა ტრაპეზის ან სამკვეთლოს გასუფთავება, შემოსვა და განმოსვა, გახსნა, აგრეთვე ბარძიმის, ფერხუშის, ვარსკლავის, კუზის, ლახვრის მომზადება ღმრთის ღმრთისმსახურებისთვის ან მათი ალაგება, ოდიკის შეხება, სანაწილეს გახსნა-დახურვა შეუძლია მხოლოდ მღვდელს და დიაკვანს. არც ერთ მათგანს არ შეუძლია ეს დაავალოს მნათეს ან ვინმე სხვას.
III. მნათეს მოვალეობაა: გაწმინდოს და მოამზადოს საცეცხლური, მოამზადოს ჭურჭლით ღვინო და წყალი, სანთლები, შესამოსელი, ანალოღია, აგრეთვე დაალაგოს საკურთხეველი.
IV. თვით ტაძრის და სტოვის დალაგება შეუძლიათ კეთილმორწმუნე მრევლის წევრებს, როგორც დედაკაცებს, ასევე მამაკაცებს.
V. საკურთხეველში, მღვდლის და მნათეების გარდა, არავის შესვლა არ შეიძლება.
VI. ტაძარში შესვლისას თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიცნოს, რომ ღმრთის წინაშე დგას, ამიტომ პირჯვარი უნდა გამოისახოს და თაყვანი სცეს საკურთხეველს. იგივე უნდა გააკეთოს სოლეასთან ან ამბიონთან მისვლისას და წმიდა ტრაპეზის მიმართ.