თემა: განკითხვა
განკითხვა კვლავ განმკითხველს უბრუნდება.
ერთხელ ღირსი არსენი დიდი მძიმედ ავად გახდა. ბერებმა იგი ტაძრის საავადმყოფოში გადაიყვანეს და რბილ საწოლზე დააწვინეს.
სხვა მონასტრის ერთმა ბერმა მოინახულა იგი და როდესაც რბილ საწოლზე მწოლიარე ღირსი მამა იხილა, დაბრკოლდა და გაიფიქრა: „ეს არსენი დიდია? განა შეიძლება მისთვის ასეთი განშვება?“.
მაგრამ როგორც კი ასეთი დაუშვებელი რამ გაიფიქრა, იქ მყოფმა მღვდელმა ამოიცნო მისი ფიქრები, გვერდით გაიხმო და ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა იგი ერში.
-მწყემსი ვიყავი, უდიდეს სიღატაკესა და მწუხარებაში ვცხოვრობდი, - უპასუხა ბერმა ყოველგვარი დაეჭვების გარეშე.
-ახლა კარგად ცხოვრობ? - კვლავ ჰკითხა მღვდელმა.
-ძალიან მშვიდად, - უპასუხა მან, - ყველაფერი აუცილებელი მაქვს.
-იცოდე, - უთხრა მღვდელმა, - რომ ეს ბერი, რომელსაც ხედავ, თითქმის მეორე მამა იყო მეფის შვილებისათვის; მას ათასობით მონა ჰყავდა, ბრილი და ძვირფასი საწოლი ჰქონდა; მისი სიმდიდრე დაუთვლელი იყო; ასე რომ, ერში ამდენი შრომის შემდეგ შენ აქ ისვენებ, მამა არსენი კი, ერში განსვენების შემდეგ აქ შრომობს.
მონაზონმა აღიარა თავისი შეცდომა, მღვდელს ფეხებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა, რომ თავის გულში შეურაცხყოფა მიაყენა ღირს მამას.
„არა განიკითხოთ, რაითა არა განიკითხნეთ“ - ბრძანა ქრისტე მაცხოვარმა. ჩვენ ხშირად განვიკითხავთ მოყვასს, საკუთარი თავისთვის შეხედვა კი არ გვსურს