image

თემა: ბოროტი აზრები

იცი, ცხოველებს არ შეუძლიათ დიდი ბოროტების ჩადენა, რადგან არ აქვთ გონება , მაშინ, როცა ადამიანი დაშორდა უფალს, იგი უდიდეს მხეცზე უარესიც კი ხდება! იგი დიდ ბოროტებას ჩადის. ძლიერი ძმარი ამჟავებული ღვინისაგან კეთდება; ძმრის სხვა, ხელოვნური სახეები არც ისე ძლიერია. საშინელებაა, როდესაც ეშმაკი გარყვნილ ადამიანს შეეკვრება, მაშინ იგი ორმაგად ვნებს სხვებს, ისევე, როგორც ხორციელი ფიქრები, როდესაც ისინი ხორცს უერთდებიან, დიდად ვნებენ მას. იმისათვის, რომ ეშმაკი ასეთ ადამიანთან თანამშრომლობდეს, კაცი იმედს მასზე უნდა ამყარებდეს. ეს ადამიანი თავად უნდა ანიჭებდეს უპირატესობას ბოროტებას, თავად უნდა ფლობდეს მას შინაგანად.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები