თემა: გონების დაცვა

127. მაშინ ბნელდება და მაშინ ხდება უნაყოფო გონება, როდესაც ამა სოფლის სიტყვებს მეტყველებს იგი, ან კიდევ როდესაც აზრით ითვისებს და ეზრახება მათ, ანთუ რაჟამს სხეული ამ გონებითურთ ფუჭად შეემსჭვალვის გრძნობადს რასმე, ანდა როცა ამაოთა მიმართ გასცემს თავის თავს მონაზონი, რადგან ამ დროს გონება დაუყოვნებლივ და ანაზდეულად წარიწყმედს მგზნებარებას, შემუსვრილობას, საღვთო გაბედულებასა და ცოდნას, ვინაიდან რაოდენ გვექნება ყურადღება გონებისადმი, გავსხივოსდებით, ხოლო რაოდენ მოვაკლდებით ამ ყურადღებას, დავბნელდებით.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები