თემა: სული

126. ვალდებულნი ვართ, რომ სულის სამნაწილედობას მართებულად აღვძრავდეთ თავისი ბუნების შესაბამისად, როგორადაც შეიქმნა იგი ღვთისგან, კერძოდ, „მრისხანებას“ – ჩვენი გარებანი ადამიანისა და გველის, სატანას, წინააღმდეგ, რადგან „განურისხდითო, – ამბობს, – ცოდვას“ (შდრ. ფს. 4.5), ესე იგი „განურისხდითო, – ამბობს, – საკუთრარ თავსა და ეშმაკს, რომ არა სცოდავდეთ ღვთისადმი“; მეორე მხრივ, „გულისთქმითობას“ უნდა აღვძრავდეთ ღვთისა და სათნოების მიმართ, ხოლო, მესამე მხრივ, „აზროვნებითობას“ ამ ორივეზე დავადგენდეთ, რომ სიბრძნითა და ცოდნით აწესრიგებდეს იგი მათ, შეაგონებდეს, სჯიდეს და გამგებლობდეს, ისე როგორც მეფე გამგებლობს მონებს, და მაშინ, ღვთით, ორივე მათგანის წარმმართველი ის გონი იქნება, ჩვენში რომ მკვიდრობს (თუნდაც რომ უჯანყდებოდნენ ვებანი ამ გონს), უნდა ვზრუნავდეთ კი იმაზე, რომ სწორედ გონი მართავდეს მათ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები