ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: განკითხვა, ჭორაობა
ქალნი ფრიად მოყვარენი არიან ყოვლისა განკითხვისა, ავად ხსენებისა და ჭორისა. ზოგიერთის ქალისათვის თითქმის დღიური საზრდო არის ბოროტ სიტყვაობა და ცუდად ხსენება მოყვსისა. არა მიმხედველნი მისა, რომელ ყოვლის ქალისათვის კეთილი სახელი უძვირფასეს არს თვით სიცოცხლისა, იგინი არა დასცხრებიან მოგონებად და გაგონებად ერთი მეორეზედ ცუდის ხმისა და ამბისა.