image

თემა: გულის განწმენდა,  საქმე

ერთმა ძმამ ჰკითხა აბბა აღათონს: მითხარი, აბბა, რა უფრო დიდია, სხეულისმიერი შრომა, თუ გულის დაცვა? აბბამ უპასუხა: ადამიანი ხეს წააგავს, სხეულით შრომა ფოთლებია, ხოლო გულის დაცვა - ნაყოფი. რადგანაც წმ. წერილი გვეუბნება: რომ ყველა ხემ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ლოცვა

ის მემკვიდრეობა, რომელსაც ქრისტეს მიერ წმიდა ნათლისღებისას ვიღებთ, არ იკარგება, არამედ როგორც განძი მიწაში, ისე იმარხება. კეთილგონიერება და მადლიერება მოითხოვს ვიზრუნოთ, რათა გავხსნათ იგი და საააშკარაოზე გამოვიტანოთ. როგორ? შემდეგ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მართლმადიდებლობა

271. რა არის მართლმადიდებლობის საფუძველი?მართლმადიდებლობის საფუძველია სარწმუნოების ორი დოგმატის სიწმინდით აღიარება: ყოვლადწმიდა სამებისა და უფალ იესო ქრისტეს ორბუნებოვანების შესახებ.
link
image

თემა: სასუფეველი

584. რა სულიერი მნიშვნელობის მქონეა ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა?სულიერი გაგებით, ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა არის სრული უვნებლობა, რომელიც ვითარცა თაფლსა და რძეს, სულიერ სიხარულს აღმოაცენებს.
link
image

თემა: დოგმატები

480. რას გულისხმობს დოგმატების უბრალოება და სიმარტივე?დოგმატების უბრალოება, სიმარტივე იმას გულისხმობს, რომ ღმერთი შეუძლებელია მოვიცვათ რაიმე სახელით, ცნებით თუ სხვა რამით, რისი წვდომაც გონებითაა შესაძლებელი; აგრეთვე იმას, რომ ღმერთი აღემატება არა მხოლოდ ყოველივე ადამიანურს, არამედ ყოველივე ანგელოზურსაც და ზენასოფლიურსაც. იმასაც გულისხმობს საღმრთო დოგმატების უბრალოება, რომ ღმერთი გამოუთქმელია, სიტყვით მოუცველია, აღმატებულია ყოველგვარ სიტყვისმიერ აღნიშვნაზე და აქვს ერთი სახელი, რომელიც მისი საკუთარი ბუნების შეცნობას ემსახურება, – კერძოდ კი ის, რომ იგი ერთადერთია, უაღმატებულესი ყოველგვარ სახელწოდებაზე.
link
image

თემა: კეთილი საქმეები,  რწმენა

504. რა არის სიკეთის დასაბამი და რა არის დასაბამი ყოველი ქველის საქმისა?დასაბამი წყარო ყოველთა ქველის საქმეთა და სათნოებათა არის ადამიანის კეთილნებელობა, ანუ მის მიერ სიკეთის მოსურვება. სიკეთის დასაბამი კი – რწმენაა, უფრორე – ქრისტე, თავკიდური ლოდი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, რომლის სახელის მოწოდებითაც ჩვენ ყოველ კეთილ საქმეს ვიწყებთ.
link