image

თემა: ლოცვა

ის მემკვიდრეობა, რომელსაც ქრისტეს მიერ წმიდა ნათლისღებისას ვიღებთ, არ იკარგება, არამედ როგორც განძი მიწაში, ისე იმარხება. კეთილგონიერება და მადლიერება მოითხოვს ვიზრუნოთ, რათა გავხსნათ იგი და საააშკარაოზე გამოვიტანოთ. როგორ? შემდეგი საშუალებებით: პირველ ყოვლისა, ეს განძი იხსნება მცნებების ზედმიწევნით დაცვით. ასე რომ, რამდენადაც ვასრულებთ მცნებებს, იმდენად წარმოჩნდება განძი თავისი ნათლითა და ბრწყინვალებით; მეორე მხრივ, ის ცხადდება და იხსენბა უფალ იესოს განუწყვეტელი მოხმობით, ანუ ღვთის მუდმივი ხსოვნით. პირველი მეთოდი ძლიერია, მაგრამ მეორე უძლიერესი. რამეთუ პირველიც მეორისაგან იღებს სრულ ზალას. ამიტომ, თუ გულწრფელად გვსურს აღმოვაჩინოთ ჩვენში დაფარული მადლის მარცვალი, უნდა შევეცადოთ მალე მივეჩვიოთ გულისმიერ ვარჯიშსდა ყოველტვის უხილავად, წარმოსახვის გარეშე, ვიქონიოთ გულში ღვთის მუსდმივი ხსოვნა, სანამ ის ჩვენს გულს ღვთის უსაზღვრო სიყვარულამდე შათბობსდა გაამხურვალებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები