image

თემა: იესოს ლოცვა,  ლოცვა

როცა ჯეროვნად დაიწყებ მამათა ლოცვების მიხედვით ლოცვებთან შეჩვევას, აღგეძვრება ღვტის მიმართ საკუთარი ლოცვისმიერი ღაღადებანი. არასოდეს დატოვო უყურადღებოდ შენს სულში გამჟღავნებული ასეთი აღმასვლები ღვთისაკენ. ამ დროს შეჩერდი და ილოცე შენი ლოცვიტ. ნუ იფიქრებ, რომ თითქოს ასეთი ლოცვით ზიანს აყენებ ლოცვას. არა, სწორედ ამ დროს ლოცულობ შენ ისე, როგორც საჭიროა და ეს ლოცვა ადვილად აღწევს ღმერთამდე. ამიტომაც არსებობს ყველას მიერ მოწონებული წესი: ტაძარში ან სახლშჰი თუ შენი სული ისურვებს საკუთარი სიტყვებით ილოცოს, მიეცი მას თავისუფლება, მიუშვი ილოცოს, თუნდაც მთელი მსახურება ჩამოილოცოს და ვერ მოასწროს მისი აღსრულება. ლოცვის როგორც ერთი, ისე მეორე სახე - ლოცვა ლოცვანის მიხედვით, ყურადღებით და შესაბამისი კეთილკრაძული აზრებით და გრძნობებით ან მის გარეშე საკუთარი სიტყვებით - ღმერთს სიამოვნებს. მას არ სიამოვნებს, როცა უყურადღებოდ ლოცულობს ვინმე სახლში ან ტაძარში მსახურებისას. ენა კითხულობს, ყური ისმენს, ხოლო აზრები დახეტიალობენ არავინ იცის, სად. ამას ლოცვას საერთოდ ვერ დავარქმევთ კითხვის გარეშე, ანუ საკუთარი ლოცვა, საქმის არსთან უფრო ახლოა და ნაყოფიერია. ამიტომ გვირჩევენ, არ დაველოდოთ იმას, თუ როდის მოგვესურვება თავად ლოცვა, არამედ ყოველტვის შევაჭირვოთ თავი, რათა ილოცოს მან იძულებით ყოველ ჟამს და არამხოლოდ საეკლესიო მსახურებისას ან სახლში. ასეთ თვითიძულებით ლოცვაში გასაცვევად გამოცდილმა მლოცველებმა აირჩიეს ერთი ლოცვა უფლისა და მაცხოვრისადმი და დაადგინეს წესი, თუ როგორ უნდა აღსრულდეს იგი, რათა მისი მეშვეობით ჩვენში თავითავადი ლოცვა აღორორძინდეს. ეს მარტივია, დადექი ღვთის წინაშე გონებით გულში და ილოცე: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე." და ასევე სახლში ლოცვის წინ, ლოცვების შუალედში, ბოლოში, ასევე ეკლესიაში და დღის განმავლობაში, დღის ყოველი მონაკვეთი შეავსე ლოცვით.
    ეს საცხოვნებელი ლოცვა თავიდან ჩვეულებრივ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ვინც დაუზარებლად იშრომებს, მისთვის ის თვითმოძრავი გახდება და თავად დაიყებს აღსრულებას, როგორც გულში მოდუდუნე ნაკადული. დიდია ეს სიკეთე და ღირს მის მისაღწევად შრომა. ამისათვის ლოცვაში წარმატებული მოღვაწეები მიუთითებენ მცირე შრომაზე ან, უფრო სწაორად, ლოცვისათვის ოდნავ საძნელო ვარჯიშზე, კერძოდ: ლოცვამდე ან ლოცვის კანონის შმდგომ, დილით ან საღამოს, თუნდაც დღისით უნდა გამოიყოს განსაზღვრული დრო და მხოლოდ ამ ლოცვის აღსრულებისატვის და აღსრულდეს ის შემდეგნაირად: დაჯექი, თუმცა უმჯობესია იდგე; ჩადი ყურადღებით გულში ღვთის წინაშე, დარწმუნდი რომ ის ახლოსა, გისმენს და ასე მოუხმე მას: "უფალო ისესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე." თუ გაქვს სურვილი, აღასრულე მუხლმოდრეკა ან მცირე ქედმოხრა. ასე აკეთე საათის მეოთხედი, ნახევარი ან მეტი, ან ნაკლები, როგორც შენთვისაა უმჯობესი. რაც უფრო გულმოდგინედ იშრომებ, უფრო მალე შეერწყმება ეს ლოცვა გულს. უმჯობესია საქმეს შემართებით შეუდგე და არ დაიხიო უკან, სანამ არ მიაღწევ სასურველს, ან სანამ ეს ლოცვა თავად არ დაიწყებს მოძრაობას გულში; ამის შემდეგ მხოლოდ შეინარჩუნე იგი. გულის სითბო, ანუ სულის სიმხურვალე, რაზეც ზემოთ იყო საუბარი, მოდის სწორედ ამ გზით. რაც უფრო მეტად ინერგება იესოს ლოცვა გულში, მითუფრო მეტად ემატება სიმხურვალე გულს და თვითმოძრავი ხდება ლოცვა; ასე რომ, სულიერი ცხოვრების ცეცხლი, გულში ინთება და მისი სიმხურვალე უწყვეტი მაშინ ხდება, როცა იესოს ლოცვა მთელ გულს დაიკავებს და უწყვეტ აღსრულებას დაიწყებს. ამიტომაა, ვისშიც ჩაისახებასრულყოფილი ცხოვრება, ის თითქმის გამონაკლისის გარეშე ლოცულობს ამ ლოცვით და მისი მეშვეობით განსაზღვრავს თავის ლოცვით კანონს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები