image

თემა: ლოცვა

ნუ იფიქრე რომ როგორც კი ასეთ მდგომარეობას მიაღწევ და ამ ურთიერთობას შეიგრძნობ, ყველაფერი დამთავრდება. ამით მხოლოდ საფუძველი ეყრება ახალ საფეხურს, ანუ ქრისტიანული ცხოვრების ახალ პერიოდს. ამიერიდან იწყება სულის და სხეულის გარდასახვა იესო ქრისტეში სულიერი ცხოვრების შსაბამისად, ანუ იწყება მათი აღვსება სულით. დაეუფლება რა საკუთარ თავს, ადამიანი თავის თავშიყოველივე იმას მოუტრის თავს, რაც ჭეშმარიტია, წმიდაა და სუფთაა; და განდევნის ყველეფსრ ცრუს, ცოდვიანსა და ხორციელს. ის აქამდეც ამისთვის შრომობდა, მაგრამ უცებ ხდებოდა მისი განძარცვა. რის აღშენებასაც ასწრებდა მცირე ხანში, თითქმის მთლიანად ნადგურდებოდა. ახალი ადამიანი მყარად დგას ფეხზე. აღარ ემორჩილება წინააღმდეგობებს და მიზანდასახულად წარმართავს თავის შენებას. ბარსანუფის თქმით, ხდება მიღება იმ ცეცხლისა, რომლის დასანთებადაც ქვეყნად უფალი მოვიდა. ამ ცეცხლში გამოწვას იწყებს ადამიანის მტელი ბუნებრივი ძალები. როცა ხანგრძლივი ხახუნით აღიგზნება ცეცხლი და მასში შეშას მოათავსებენ, შეშას ცეცხლი წაეკიდება და ვიდრე გამოიწვება ტკაცუნობს და კვამლს გამოყოფს. უკვე გამომწვარს კი იმდენად აქვს გამჯდარი ცეცხლი, რომ სასიამოვნო ნათებას გამოსცემს. მსგავსი რამ ხდება თქვენში. ცეცხლი მიღებულია, იწყება გამოწვა. თუ როგორი კვამლი და ტკაცუნია ამ დროს, გამოცდილებმა იციან. როცა ყველაფერი გამოიწვება, კვამლი და ტკაცუნი ჩაცხრება და შიგნით მხოლოდ ნათება წარმოჩნდება. ეს არის სიწმიდის მდგომარეობა; აქამდე გრძელი გზაა, მაგრამ უფალი მრავალმოწყალე და ყოვლისშემძლეა... ცხადია, ვინც უფალთან საუბრით შეიგრძნო და მიიღო ცეცხლი, მას მოსვენება არ ელის, მოუწევს მრავალი შრომა, თუმცა შრომა ტკბილია და ნაყოფიერი; მანამდე კი შრომა თუ მთლიანად უნაყოფო არა, მწარე იყო და მცირედნაყოფიერი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები