ავტორი:
ეგნატე და კალისტე კსანთოპულები
თემა: ლოცვა
მინდა მოგწეროთ იმ საშულებების შესახებ, თუ როგორ უნდა დავინთოთ გულში მარადიული კოცონი და შევიგრძნოთ სითბო. გაიხსენეთ, როგორ ჩნდება ფიზიკურ გარემოში სითბო: ხეს უხახუნებენ ხეს, ასე არმოიქმნება სითბო და ცეცხლი; მზეზე ყველა ნივთი თბება, ხოლო თუ დიდი რაოდენობის სხივებს თავს ერთად მოუყრიან და ისე მიანათებენ, მათ ცეცხლიც მოეკიდებათ. სულიერი სითბოს ჩასახვა მსგავსადვე ხდება. შრომა ხახუნია მოღვაწეობისას; მზეზე მიფიცხება კი ღვთის მიმართ გონიერი ლოცვაა...
შრომით და ღვაწლით შეიძლება გულში ცეცხლი დაინთოს, მაგრამ ეს გზა ბევრად რთულია და თუ მხოლოდ მასზე შევჩერდებით, ეს მალე არ მოხდება. ამიტომ, ძველი დროიდანვე, ხსნას მოწყურებულმა და სულიერ ცხოვრებაში გამოცდილმა მოღვაწებმა, ამ შრომისაგან განუშორებლად, ღვთის ჩაგონებით მიაგნეს და შემოიღეს სხვა საშუალება გულის შესათბობად, რომელიც, ამავე დროს, უმარტივესია და უადვილესი გარეგნულად, მაგრამ აღსასრულებლად არანაკლედ რთულია, თუმცა მიზნამდე სწრაფად მიმყვანი - ესაა ღვთისადმი გონიერი ლოცვის მიზანდასახული აღსრულება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს; გონების მეშვეობით ყურადღებით ჩადი გულში, დარწმუნდი, რომ უფალი ახლოსაა და გისმენს და შეღაღადე მას გრძნობით: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი." აკეთე ეს განუწყვეტლად: ტაძარში, სახლში, გზაზე, საქმიანობისას, მაგიდასთან, საწოლში, თვალის გახელიდან დახუჭვამდე - ეს იქნება მზეზე ნივთის გამოტანის მსგავსი, ანუ ჩვენი დგომა ღვთის წინაშე, რომელიც არის გონიერი სამყაროს მზე. გვმართებს ვიცოდეთ, რომ ამ ლოცვის ნაყოფები თავს იჩენენ მაშინ, როცა ის გულს შეერწყმება და მასში ჩაღრმავდება; ამისთვის მისი აღსრულების ჩვევის გამომუშავებაა საჭირო; რისთვისაც აუცილებელია მისთვის განსაკუთრებულად გამოიყოს განსაზღვრული დრო, დილით და საღამოს.
როცა ამას გუილმოდგინედ, სიზარმაცის გარეშე აღასრულებთ, ღმერთი წყალობას მოიღებს, გულში კოცონი დაინთება, რაც ნიშანი იქნება იმისა, რომ ჩვენი სულიერი ცხოვრების შუაგულში ჩაისახა იგი, ანუ ჩვენში გამეფდა უფალი...
და როცა ღმერთთან ამგვარი ურთიერთობის გამო შიგნით ღვთის სასუფეველი გაიხსნება, ანუ როცა გულში მოუკლებელი სულიერი ცეცხლი აგიზგიზდება, მაშინ ყველაზე მეტად ამ მდგომარეობის გამომხატველი ნიშანი შიგნით მყოფობის განცდა იქნება. გონება უფრო და უფრო შეიკრიბება გულში, დადგება იქ ღვთის პირისპირ, დაღვრის მის წინაშე თავის გრძნობებს და შეუერთდება რა მას სიმდაბლისა და სინანულის მტკივნეული განცდით, ყველაზე მეტად გამოხატავს მზადყოფნას, მთელი ცხოვრება მიუძღვნას და ემსახუროს მხოლოდ მას, ერთადერთს. ეს განწყობა თავს იჩენს ყოველდღე, გაღვიძების წუთიდან, მთელი დღის განმავლობაში, ყოველგვარი შრომისა და საქმიანობისას და არ დაცხრება, სანამ თვალები ძილით არ მიირულება. ამ განცდის გაჩენისთანავე ქრება ყველა სხვა სახის განწყობა, რომელიც ამ დამღლელ გარდამავალ, ანუ ძიების პერიოდში არსებობდა შიგნით, როგორც მას უწოდებს სპერანსკი... აზრების გაუთავებელი ხეტიალი მთავრდება; სულიერი ატმოსსფერო იწმინდება და უღრუბლო ხდება: მკვიდრდება ერთი აზრი და ღვთის ხსოვნა. მას ემატება სინათლე მთელს შინაგანში, ყველაფერი ნათელი ხდება შეცობილი უფლის პირისახიდან გამომავალ გონიერი შუქის ფონზე. ყოველგვარი მოძრაობა აღიქმება და სათანადოდ ფასდება. აქედან გამომდინარე, ყველაირი უკეთური აზრი და გრძნობა, რომელიც შეეცდება გულს მიეტმასნოს, ჩასახვისთანავე წინააღმდეგობას აწყდება და განიდევნება... და თუ უნებურად შემოიპარა რაიმე უკეთური, უფლის წინაშე მაშინვე სიმდაბლით ხდება მისი აღიარება და სინანულით ან გარეგნული აღსარებით შინაგანი გაწმედა ისე, რომ სინდისი ღვთის წინაშე მუდამ სუფთად ინახებოდეს. ასეთი შინაგანი შრომის საზღაურად ლოცვაში კადნიერება გვენიEბა ღვთის წინაშე, ხოლო ლოცვა უფრო და უფრო თბება გულში. ლოცვის მუდმივი სითბო ასეთი ცხოვრების სულია და თუ ეს სითბო გაქრა, შეწყდება სულიერი ცხოვრების დინებაც, როგორც სუნთქვის შეწყვეტით წყდება სხეულებრივი სიცოცხლე.