image

თემა: სულიერი ბრძოლა

ღირსი ისაია განდეგილი სწავლების შეახებ ამბობს: "კეთილგონიერი მდიდარი მთელ თავის საგანძურს სახლში ფარულად ინახავს; რამეთუ გარეთ გამოფენილ განძს ქურდები იტაცებენ და ამასოფლის ძლიერნი ეუფლებიან; ასევე, გონიერი სიმდაბლითა და სათნოებებით შემკული მონაზონი ფარავს თავის სათნოებებს, როგორც მდიდარი უფრთხილდება განძს და არ აჰყვება თავისი დაემული ბუნების სურვილებს. ის ხშირად კიცხავს საკუთარ თავს და ვარჯიშობს ფარულ სწავლაში, როგორც წმ. წერილშია ნათქვამი: "განხურდა გული ჩემი შორის ჩემსა და ზრახვასა ჩემსა აღატყდეს ცეცხლი" (ფსალ. 38, 3). რომელ ცეცხლზე მიგვანიშნებს აქ წერილი? ღმერთი ჩვენი ცეცხლია შემწველი. ცეცხლით ლღვება სანთელი და ცეცხლით შრება სიბილწეთა მყრალი ჭაობი. ფარული სწავლებით ასევე შრება ბილწი გულისთქმები, სულიდან ამოიძირკვება ვნებები, ნათდება გონება, იწმინდება და ფაქიზდება აზრები, გულში იღვრება სიყვარული. ფარული სწავლება სწყლავს ეშმაკს, დევნის ბოროტ გულისთქმებს, მისით ცეცხლდება შინაგანი ადამიანი. ფარული სწავლებით აღჭურვილს ღმერთი შეეწევა, ანგელოზები აწვდიან ძალებს, ადამიანები განადიდებენ მას. ფარული სწავლება და კითხვა სულს გარდაქმნის მყუდრო და უშფოთველ ნავთსაყუდელად, სახლად, რომელიც ყოველი მხრიდან შეკრულია და გამაგრებული უძრავი სვეტებით. იგი სულის მხსნელია და მერყეობსაგან მისი დამცველი. ძალზედ მწუხარებენ და გოდებენ ეშმაკები, როცა მონაზონი ფარული სწავლებით იარაღდება, რომელიც იესოს ლოცვაში მდგომარეობს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე." განმარტოება და კითხვა კი ხელს უწყობს სწავლებში ვარჯიშს. ფარული სწავლება არის გონების სარკე და სინდისის ლამპარი. ფარული სწავლება აცხრობს სიძვას, ათვინიერებს მძვინვარებას, განდევნის მრისხანებას,,გვიქარვებს მწუხარებას, გვიცავს კადნიერებისაგან, აღმოფხვრის მოწყინებას. ფარული სწავლება განანათლებს გონებას, განდევნის სიზარმაცეს. ფარული სწავლებიაგან იშვება წყალობა, მჯვიდრდება ღმრთის შიში. მას მოაქვს ცრემლები. ფარული სწავლებით მონაზვნისათვის ხელმისაწვდომი ხდება წრფელი სიმდაბლე და გონიერება, წყალობისაღმძვრელი მღვიძარება, უშფოთველი ლოცვა. ფარული სწავლება რის ლოცვის საგანძური. ის დევნის გულისთქმებს, სწყლავს ეშმაკებს, წმენდს სხეულს. ფარული სწავლება გვასწავლის ჭირთათმენას, თავშეკავებას; თავის თანაზიარს აწვდის ცნობებს ჯოჯოხეთის შესახებ. ფარული სწავლება გონებას იცავს ოცნებებისაგან და ანიჭებს მას სიკვდილის ხსოვნას. ფარული სწავლება შეიცავს ყველა სასიკეთო საქმეს, განმშვენებულია ყოველგვარი სათნოებით, უცხოა ყველანაირი ბილწი საქმისაგან და წილი არა აქვს მასთან.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები