ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სულიერი ბრძოლა
როცა თქვენს გულს ღვთაებრივი სითბო შეეხება, მაშინ დაიწყება თქვენში შინაგანი გარდაქმნა. თქვენში ეს კოცონი ყველაფერს გამოწვავ, გადაადნობს; სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეუდგება ყველაფრის სულიერ გარდაქმნას, სანამ სულით არ აღავსებს ყოველივეს. თუ ეს კოცონი არ მოვა, რა ძალისხმევაც არ უნდა მიმართოთ, სულიერებას ვერ შეიმოსავთ. ეს გარკვეულია; ახლა მთავარი საქმეა მოვიძიოთ ცეცხლი. კეთილი ინებეთ და მისკენ მიმართეთ მთელი თქვენი შრომა. მაგრამ ეს იცოდეტ, ცეცხლი არ გამოჩნდება, სანამ ვნებები ძალაშია, თუნდაც არად ჩააგდოთ ისინი. ვნებები ისეთნაირად მოქმედებენ, როგორც სისველე შეშაში. სველი შეშა არ იწვის. უნდა მოიძიოთ მშრალი ფიჩხი და ცეცხლი ისე დაინთოს. ფიჩხი წვისას ნესტს გამოაშრობს და სველი შესაც დაენთება. ასე თანდათანობით გამოდევნის ცეცხლი ნესტს, გაძლიერდება და მთელ მომზადებულ შეშას ცეცხლის ალში გაახვევს.
შეშები შინაარსით ჩვენი სულიერი ძალებია და სხეულის ყველა მოქმედებებია. სანამ ადამიანი საკუთარ თავს არ აკვირდება, გაჟღენთლია სინოტივით ანუ ვნებებით და სანამ ვნებები არაა გამოძევებული, ისინი მედგრად წინააღმდეგობას უწევენ სულიერ ცეცხლს... აღწევენ რა სამშვინველსა და სხეულში, იპყრობენ თვით სულს - ცნობიერებას და თავისუფლებას, თავისი ძალაუფლების ქვეშ აქცევენ და ასეთნაირად, მთლიანად მბრძანებლობენ ადამიანზე. ვნებების მეშვეობით ეშმაკებიც მბრძანებლობენ ადამიანზე, რომელსაც შეიძლება ეგონოს, რომ თვითონაა საკუთარი თავის მბრძანებელი.
ამ ბორკილებიდან თავს უპირველესად სული აღწევს. ამ მდგომარეობიდან ის ღვთის მადლს გამოჰყავს. აღივსება რა მადლით, სული ღვთის შიშითყოველგვარ კავშირს წყვეტს ვნებებთან, ნანობს წარსულს და იღებს მყარ გადაწყვეტილებას, რომ უპირველესად სათნო ეყოს ერთადერთს, მხოლოდ ღმერთს და მისთვის იცხოვროს, მისი მცნებების აღსრულებით იაროს. ღვთის მადლით და ასეთი გადაწყვეტილებით აღვსილი სული ვნებებს სამშვინველიდან აძევებს და ყველაფერს თავის წიაღში ასულიერებს. და აი, თქვენი სული გამოხსნილია დამპყრობლის ბორკილებისაგან. აზრით და თავისუფალი ნებით თქვენ ღვთის მხარეს გადახვედით. ღმერთს გინდათ ეკუთვნოდეთ და მხოლოდ მას სათნოეყოფოდეთ. ესაა თქვენი სულიერი მოღვაწეობის საყრდენი, მაგრამ როცა თქვენ სული უფლებებს აღიდგენს, სამშვინველი და სხეული ვნებების ზემოქმედების ქვეშ რჩებიან და მათგან ძალადობას ითმენენ. თქვენ ახლა ვნებების წინააღმდეგ უნდა შეიარაღდეთ და სძლიოთ მათ - სამშვინველიდან და სხეულიდან უნდა განდევნოთ ისინი. ვნებებთან ბრძოლა გარდაუვალია. ისინი ნებით არ დასთმობენ თავიანთ, თუმცაღა უკანონო, სამფლობელოებს. ღვთის ხსოვნა სულის სიცოცხლეა. ის ღვთის სათნოყოფისადმი მოშურნეობასაც აღაგზნებს და თქვენს გადაწყვეტილებასაც - ღმერთს ეკუთვნოდეთ - ურყევს ხიდს. ესაა, ისევ ვიმეორებ, სულიერი ცხოვრების საყრდენი წერტილი ვნებების წინააღმდეგ თქვენი მიზანდასახული ქმედების ბაზისი.