ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
"ნუ მრისხანე სიტყვასა იტყვით" - ეს დიდ სრულყოფილებას ნიშნავს. მას საფუძვლად გულის გაუღიზიანებლობა უდევს. ის გულში ნაპერწკალივით ღვივის, საკუთარი თავის ღვთის მიბარების გამო. როდესაც ვაცნობიერებთ, რომ უსიამოვნებებს ღმერთი უშვებს ჩვენს გამოსაცდელად და ჩვენთვისვე საჩვენებლად, თუ რამდენად მტკიცეა ჩვენი შინაგანი სწრაფვა სიკეთისაკენ, ასეთ შემთხვევებში ვალდებულნი ვართ თავი სულგრძელად და რწმენით გვეკავოს, რადგან ჩვენ თავად ღმერთი გვაკვირდება ამ წუთებში. თქვენი აზრი, რომ ჩვენი მაწუხარნი ღვთის ხელში იარაღს წარმოადგენენ, მართალია. ამიტომ, როდესაც ვინმე უსიამოვნებებს გაყენებთ, ყოველთვის დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ მის უკან მტერი დგას, რომელიც აღძრავს და ჩააგონებს მას თქვენს შეურაცმყოფელ ფრაზებს და ქმედებებს