თემა: აღდგომა, უფალი იესო ქრისტე
არა - პირველ დღეს, არა - სიკვდილისთანავე აღდგა უფალი, რათა ეკურთხებინა ჩვენი გზა საფლავისაკენ და იმედით გაენათლებინა ჩვენი საფლავები, - მეორე დღეს, შაბათსაც არ აღდგა იგი, რათა დაეცვა შაბათის უქმის სჯული და საფლავში ხანგრძლივი ყოფნით ყველა დაერწმუნებინა თავისი სიკვდილის ჭეშმარიტებაში და ამით აღდგომის დიდება განედიდებინა. და არც უფრო გვიან, ვიდრე მესამე დღეს, აღდგა უფალი, რათა თავისი მოწაფეები მეტად აღარ დაეტოვებინა მწუხარებასა და გაუგებრობაში, რათა მალე გაეხარებინა ისინი და დაემშვიდებინა. და თანაც, განა შეეძლო კი სიკვდილს დიდხანს ჰყოლოდა თავის ბორკილებში წყარო ცხოვრებისა?