თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, უფალი იესო ქრისტე
როგორც ბავშვს, ან გაუნათლებელ ადამიანს არ ესმის ის სიამოვნება, რასაც განიცდის განათლებული კაცი ღრმა სიბრძნისეული თხზულებების კითხვის ან ურთულესი მაგალითის ამოხსნისას, ასევე ბრძენთაბრძენ ფილოსოფოსს ან გამჭრიახ გენიოსს, რომლისთვისაც უცხოა მაცხოვნებელი სარწმუნოება, არ შეუძლია, თუნდაც ოდნავ მაინც წარმოიდგინოს ის სიხარული, რასაც ქრისტიანი განიცდის ქრისტესადმი სიყვარულისგან.