ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: შური
რომელი წყლულ არს ისრითა შურისაითა, არს იგი ყოვლადვე უბადრუკ და თანა-მოდგამ და ზიარ ეშმაკისა, რომელმან-იგი შურისა მიზეზითა სიკუდილი სოფლად შემოიღო. რომლისა თანა არს შური და ხდომაი, არს იგი ყოვლისავე წინააღმდგომ და არა ჰნებავს პატივი ვისიმე უფროის თავისა თვისისა. და ოდეს ვინმე იხილის სულიერად წარმატებასა, შეურაცხ-ყვის და სწუნობნ. და უკუეთუ იხილის კაცი სათნოებასა შინა, ჰგმობნ და იჭუეულყვის მდაბალი. და თუ ვინმე მმარხველად იხილის, იტყვინ მისთვის, ვითარმედ: ამპარტავან არს. და თუ იხილის კაცი მღვიძარედ და მეტყუელად, იტყვინ მისთვის, ვითარმედ: კაცთა ეჩუენების. უკუეთუ ვინმე იხილის მოსწრაფედ მსახურად, იტყვინ მისთვის: ესე მუცლისათვის მსახურებს და ქებასა ეძიებს. და თუ იხილის ვინმე წიგნის კითხვად, თქვის ვითარმედ: მოცალე არს იგი