image

თემა: ლოცვა,  მადლი,  მდუმარება,  საკუთარი თავის უარყოფა

ვინც მადლის შემწეობის ძიების შემდეგ მას შეიგრძნობს, უნდა განიმსჭვალოს აუცილებებლი გამოსწორების სურვილით. მაგრამ მისი სისავსისა და სრულყოფილებისათვის ახლა დამატებით იჩენს თავს გაცნობიერებული სურვილი - გონება მოითხოვს, ადამიანი კი თავს აიძულებს, ასეთ სურვილს მოსამზადებელი შრომით შეეგებოს. ასევე ჩნდება თანაგრძნობის სურვილი, რომელიც მადლის აღმგზნები ზემოქმედებით ჩაისახება. და ბოლოს, აღიძვრის მოქმედების სურვილი: ახლავე დაიწყოს დაცემული ყოფიდან წამოდგომა და მანამდე განახორციელოს ეს, სანამ მადლითაა აღფრთოვანებული.
    ამიტომ ყველაფერი მოიშორე, რაც ამ ახალდანთებულ კოცონს აქრობს და ყველაფერი შემოიკრიბე, რასაც მისი გამოკვება და ცეცხლად გადაქცევა შეუძლია. განმარტოვდი, ილოცე და დაფიქრდი, როგორ უნდა გააგრძელო გზა. ცხოვრების ის წესი, საქმიანობა და შრომა, რომელიც იცი, რომლითაც თავს აიძულებდი და ცდილობდი მადლი მოგეძია, ყველაზე სასურველია, რათა შენში დაწყებული მადლის ზემოქმედება გახანგრძლივდეს. მათგან ყველაზე საუკეთესო განმარტოება, ლოცვა და ფიქრია. განმარტოებაში უფრო გონებამოკრებილი იქნები, ლოცვა ღრმა გექნება, ხოლო აზროვნება ნამდვილი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები