image

თემა: მდუმარება,  საკუთარი თავის უარყოფა

ხომ არ მოგეახლათ შინაგანი საცდური ან გარეგანი რაიმე წუხილი ან სიმძიმე? შეიგრძნობ რა მადლის ზემოქმედებას, - ამბობს წმ. ისააკი - ყურადღებით მიმოიხედე რაიმე მოულოდნელმა შემთხვევამ არ დაგამწუხროს. თუმცა უსიამოვნებაზე უფრო მეტად თავმომწონეობის გამოხტომებს უფრთხოდე. ამ დროს წარსული ცხოვრებიდან გაიხსენე ყველა ის, რითაც თქვენი სინდისი ნებას არ მოგცემთ, თავი შეიქოთ. ასე ჩაქოლეთ ამბოხებული ზრახვები, როგორც ზოგჯერ ცეცხლის ალს ახშობენ ხოლმე მიწით, ალიდან ხანძარი რომ არ გაჩნდეს. თავმომწონეობას და თავის დაფასებას ცოდვილი ზრახვა და ლტოლვა მოსდევს და სხვა კიდევ უარესი. დაგიფაროთ უფალმა ყოველივე ამისაგან!
    უფალი იწონებს თქვენს სურვილს, განმარტოვდეთ, მაგრამ დროს არ მიუთითებს. საჭიროა გარკვეულ ნიშნებს ელოდეთ, ხოლო მანამდე შინაგანი მდუმარება შეინარჩუნეთ.
    თუკი საზრუნავი მრავალია როგორ შეინარჩუნებთ შინაგან გაუბნევლობას? აკეთეთ საქმე გულმოდგინეთ და ყურადღებით - გამუდმებით და არა სხვათა შორის. თითოეული საქმე, რომლის კეთებაც გიწევთ, მიიღეთ, როგორც ღვთის ნება და ღვთის საქმედ მიიჩნიეთ. აზრებითაც უფალთან იქნებით. ამაში მალე გაეჩვევით ღვთის შეწევნით.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები