ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
უკვე მერამდენედ გკარნახობთ სინდისი, შეიცნოთ თქვენი მოვალეობა: იყოთ უფალთან და ამას არაფერი ამჯობინოთ. მისი ხსოვნა თქვენ მართლაც არ გტოვებთ! დაე, ამის ძალაც შეგწევდეთ! ჩვენი მიზანიც ხომ ესაა. როცა ჩვენ უფალთან ვართ, ისიც ჩვენთანაა. ყველაფერი ნათელია. როცა ყველა ფანჯარა ღიაა და სინათლე იჭრება, ოთახში ძალზე ნათელია ყველაფერი. მაგრამ დაკეტეთ ერთი ფანფარა და ჩამობნელდება; თუ ყველას დაკეტავთ, მთლიანად დაბნელდება. ასევეა სულიც. როცა ის მთელი ძალით და გრძნობით ღვთისკენაა მიმართული, მასში ყველაფერი ნათელი, მხიარული და მშვიდია. ხოლო თუ უფლის გარდა, მისი ყურადღება და გრძნობა სხვა რაიმესკენ მიიმართა, ნათელი მცირდება. რაც უფრო მეტი საგანი იპყრობს სულს, მით უფრო მეტი სიბნელე შედის მასში... და სული მთლიანად ბნელდება. აზრები იმდენად არ აბნელებენ სულს, რამდენადაც გრძნობები; გრძნობების ერთჯერადი გატაცება იმდენად არა, რამდენადაც რაიმეს მიმართ ლტოლვა. ყველაზე მეტად კი ამას აბნელებს საქმით აღსრულებული ცოდვა.