ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
შრომობთ "არა ყოველთვის საკუთარი შეხედულებით, არამედ იძულებით". ასეთია უკვე კანონი: აღვუკვეთოთ საკუთარ თავს ცუდი და ვაიძულოთ კეთილი. ამას ნიშნავს უფლის სიტყვები: "სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11,12). ამის გამო ნიშნავს უფლის გზის შედგომა უღლის ტვირთვას. ყველაფერი რომ საკუთარი შეხედულების მიხედვით სრულდებოდეს, სადღა იქნებოდა უფლის სიმძიმე? ბოლოს კი, საერთოდ აღმოჩნდებოდა, რომ ყველაფერი კეთდება ხალისიანად და მსუბუქად.
"ყრუ უგრძნობელობა გიპყრობს, თითქოს იყო ავტომატი და არც აზრი გქონდეს და არც გრძნობა". ეს იმიტომ გემართებათ როგორც სასჯელი, რომ აზრით და გრძნობით რაიმე უკეთურებაში შეცოცდით, ხოლო ზოგჯერ ეს სიტუაცია გამოიყენება განსასწავლად, რათა ადამიანი კი არ იყოს მინდობილი საკუთარ ძალას, არამედ ყველაფერს მოელოდეს მხოლოდ ღვთისაგან. საკუთარი თავისადმი ნდობას რამდენიმე ასეთი გამოცდა გვაკარგვინებს, ხოლო გულის სიმძიმისაგან თავდახსნა მიგვანიშნებს, თუ საიდანაა შეწევნა და ვის უნდა ვეყრდნობოდეთ ყველაფერში. ეს მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ უნდა დავითმინოთ მტკიცე აზრით, რომ მეტის ღირსი არა ვართ და რომ ეს დავიმსახურეთ. მისი საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს, მისი გავლა ღვთის ხელშია. თუმცაღა საჭიროა დგომა და ღაღადი ღვთისადმი: "იყოს ნება შენი! შემიწყალე! შემიმსუბუქე!" მაგრამ არ უნდა მივეცეთ რაიმე სახის დათმობებს, რამეთუ ეს დამარღვეველი და დამღუპველია. წმ. მამები ამ მდგომარეობას გულის გაცივებას, გამოშრობას უწოდებენ; ყველანი თვლიან, რომ ის აუცილებლად გვეწვევა ღვთისსათნო ცხოვრების გზაზე, რამეთუ უამისოდ ძალიან მალევე გავდიდგულდებოდით.