ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
შეუპასუხებელი მორჩილება, როცა ჩვენი გემოვნება უგულებელყოფილია, ყველანაირ ღვაწლზე უფრო ფასეულია და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავთ ამ საუნჯეს, თუ დაუდევრად შეასრულებთ, ან უფრო მაშინ, როცა ის მხოლოდ გარეგნულად აღესრულება. თვითუარყოფას ღმერთი ყოველთვის გვინაზღაურებს. რა იოლად უყურებთ მორჩილების საქმეებისადმი თქვენს შეწინააღმდეგებას. გუშინ აღთქმას იძლეოდით, რომ ყველაფერში იღუმენიას დაემორჩილებოდით, ახლა კი უარს ამბობთ მსუბუქი მორჩილების შესრულებაზე! ნუთუ ასე აღასრულებენ აღთქმას? სიტყვა მორჩილების შესახებ აღთქმულია ბოლო ამოსუნთქვამდე და თქვენი სქემით შემოსვის საფუძველია. ახლა ეს აღთქმა დარღვეულია და თქვენ თავად განაყენეთ თავი იმ ხარისხისგან, რომლისკენაც ერთი ნაბიჯი თითქოს უკვე გადადგმული გქონდათ. სინანული და ტირილი გმართებთ ამის გამო. ასე ხომ თქვენი შინაგანი წყობა დაირღვევა და შესაძლოა უკვე დაირღვა კიდეც, თუმცა გარეგნულად ის შენდებოდა. სასჯელს იმსახურებთ ამის გამო.
კეთილი ინებეთ, სამ-სამი მუხლმოყრა აღასრულეთ და ტირილით ევედრეთ უფალს, ის ურჩი და მატყუარა შეიწყალოს, რომელიც სიტყვებით ერთს აღუთქვამს, ხოლო საქმით სხვას აკეთებს. სულის სიღრმეში შეინანეთ! ეს ხომ აზრისეული ცოდვა არაა, ნამდვილია. ღმერთსაც ევედრეთ, რომ შთააგონოს მას, ვისაც ეს ეხება, ისევ დაგიწესოთ ეს მორჩილება და როცა ის მოგეცემათ ან მოგენდობათ, მუხლმოყრაც მაშინ შეწყვიტეთ. მაგრამ წინამძღვარს ამის შესახებ არაფერი უთხრათ.