ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: საკუთარი თავის უარყოფა
რასაც გიბრძანებენ, მიიღეთ როგორც ღვთისაგან დავალებული საქმე და შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე ხალისიანად შეასრულეთ. გულში ღრმად ჩაიბეჭდეთ უკანასკნელი სიტყვები და მათი ჩაგონებით იმოქმედეთ. ყველანაირი ბრძანება უშუალოდ ღვთისაგან მომდინარედ მიიღეთ და როგორც საღვთო საქმე, ღვთის წინაშე სრული გულმოდგინებითა და ყურადღებით შეასრულეთ და არა ისე, თითქოს ადამიანებს ემსახურებოდეთ; ღმერთი ყოველივეს ხედავს. გეშინოდეთ მსჯავრისა, რომელიც ყველასთვისაა განკუთვნილი, ვინც ღვთის საქმეს უდიერად აღასრულებს (იერ. 48,10). გთხოვთ, ეს რაც შეიძლება კარგად დაიმახსოვროთ.
ჩაწვდით იმას, რომ ღმერთმა თქვენდამი დამოკიდებულება შეიცვალა და არ ქნათ რაიმე ისეთი, რაც ღვთისათვის სათნო არ იქნება. აქამდე ხომ ტაძარში მოკრძალებულად, მყუდროდ იდექით, ლოცულობდით და ლოცვა გათბობდათ; სენაკშიც ასევე - ყველაზე მეტ დროს ლოცვას უთმობდით. ახლა ტაძარშიც - საქმეა და სენაკშიც - საქმე. როგორ ფიქრობთ, ეს ტყუილუბრალოდ ხდება? - არა. ღმერთი მეორე ნაბიჯის გადადგმას გთავაზობთ. ადრე მხურვალე ლოცვაში იყავით, მაგრამ მორჩილებით არ გამოიცდებოდით. ახლა იმავე ლოცვებში ყოფნას სწავლობთ ოღონდ საქმის კეთების დროს. თქვენგან უფალს ეს სურს. საქმეც უნდა აკეთოთ და გონებითაც ღმერთს არ მოშორდეთ, ანუ, ისე უნდა იყოთ, თითქოს ლოცვაზე დგახართ. ეს კანონია: ხელებით ისაქმოთ, ხოლო გონებითა და გულით ღმერთთან იყოთ. წერეთ, ოღონდ გონებით ღმერთს ნუ მოშორდებით, სითბოსაც ნუ შეამცირებთ და სიფხიზლეს ნუ მოადუნებთ. ასევე ხდება, როცა ტაძარს ემსახურებით. ამაში როგორ მომაგრდეთ, საქმე გასწავლით და ახალ გამოცდილებას შეიძენთ, რომელიც კიდევ უფრო განგამტკიცებთ შიგნით მყოფობაში.