ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: გულისთქმანი
გულისთქმანი არ არიან ცოდვინი, თუ ადამიანი თვითონ არ აღძრავს მათ, ან თუ უნებლიედ აღძრულებს არ აჩერებს თანაგრძნობით, მათ ახლავს მხოლოდ გარკვეული ცოდვიანი უწმინდურება. მაგრამ, როდესაც მას დაერთვის თანაგრძნობა, ტკბობა, ავხორცული სიამოვნება, რომელიც კი არ განიდევნება, არამედ სურვილით შეჩერდება, აქ უკვე შინაგანი ცოდვა ნახევრად ჩადენილია; ხოლო თუ შენში შეაჩერებ ვნებას და კიდევ უფრო აღაგზნებ მას, მაშინ სული უკვე მთლიანად აღმოჩნდება ცოდვის მორევში. [გვ. 89]