image

თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი,  წუთისოფლის სიყვარული

ბუნებაში ყველა საგანი თავისი მიდრეკილების მიხედვით მოძრაობს: მსუბუქები სიმაღლეზე ადიან. მძიმეები კი მიწისკენ მიიზიდებიან. გონიერ ქმნილებებში ეს მიდრეკილება სიყვარულია და ისინი იქეთ მიისწრაფიან, საითაც მათ გულში არსებული ეს ვნება იზიდავს. ამგვარად, თუკი ჩვენში ბატონობს ხრწნადი სიკეთეებისადმი სიყვარული, ხორციელი სიამოვნებების წყურვილი, პატივისა და დიდების სურვილი, მაშინ სრულებით მიწას მივეკუთვნებით და ზეციურ საგნებამდე ამაღლება ჩვენთვის ისევე ძნელი იქნება, როგორც ქვისთვის მაღლა ატყორცნა: მაგრამ თუ ხორცის მოკვდინებით ყველა მიწიერ სურვილს დავთრგუნავთ, მაშინ ჩვენი ღვთივმიმსგავსებული სული, დაუბრკოლებლად, უსწრაფესად აღიტყორცნება ღვთისაკენ, ვიდრე - ქვა სიმაღლიდან თავის ადგილს დაუბრუნდებოდეს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები